კატეგორია: სამართალი

სულხან მოლაშვილის მამა – “სულხანი მოსამართლე კაპანაძემ მომიკლა”

– მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან – პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა, – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მან მოლაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი მძიმე მდგომარეობაში არამხოლოდ კაპანაძის, არამედ […]

”ეს დანა ლადო გრიგალაშვილის მამისაა და ის მკვლელობის იარაღი არაა… ლადოს ბმვ-ს მძღოლისგან საფრთხე ემუქრება” – რას ამბობს ადვოკატი ოტიაშვილი

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის განმარტებით, გამოძიებას დანაშაულის იარაღი არ ამოუღია. როგორც ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, დანა, რომელიც საქმის მასალებში დევს, ლადო გრიგალაშვილის მამის საკუთრებაა, რომელიც მამამისის მანქანიდან ამოიღეს. მისივე თქმით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დანაშაული სწორედ ამ დანითაა ჩადენილი. – დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი. ის არ ამოუღიათ შემთხვევის […]

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. გუშინვე მისი მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა […]

პროკურორი ბიბილაშვილი – ”ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული”

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას. – ანა […]

ადვოკატი ოტიაშვილი – ”ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეში შავი ბმვ-ს მძღოლი გამოჩნდა. ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს”

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში შავი ბმვ-ს მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც მოკლულს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს ლადო გრიგალაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ განუცხადა, გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. – საქმეში ფიგურირებს შავი ბმვ-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ასევე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა […]

ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში 23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ლენინგორში (ახალგორი) 22 თებერვალს დღისით დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი  2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა. მათივე ინფორმაციით, […]

სტამბოლში 50 წლის მაიკო ძიძიგური მოკლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეჰირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის მაიკო ძიძიგურის ცხედარი აბაზანის კარებთან ნახევრადშიშველ მდგომარეობაში შვილის მეგობარმა იპოვა, რომელმაც მაიკო ძიძიგურს მას შემდეგ მიაკითხა სახლში, რაც მისი შვილი დაუკავშირდა საქართველოდან და უთხრა, რომ დედამისი 3 დღის განმავლობაში კავშირზე არ გამოდიოდა. მან დასახმარებლად 112-ის სამსახურს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი პოლიცია. თურქული […]

პოლონეთში ქართველები პოლიციელებს თავს დაესხნენ

პოლონეთში, ქალაქ ზგიეჟში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Wyborcza იუწყება. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთ-ერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო. როდესაც სამართლადამცველებმა მათ საბუთების წარსდგენა სთხოვეს, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ვინაიდან შემთხვევის […]

14.00 საათზე შსს–ში ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილი საქმეების შესახებ. ამის შესახებ “პირველს” უწყებიდან აცნობეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრიფინგს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე.

სანდრო ბრეგაძემ გია კუჭავას ბოდიში უნდა მოუხადოს და 100 ლარი გადაუხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიტიკური ექსპერტის გია კუჭავას მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის საქმეში დამნაშავედ ცნო. ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია კუჭავა სანდრო ბრეგაძისგან მედიის საშუალებით ბოდიშის მოხდასა და სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას ითხოვს. როგორც გია კუჭაძე აცხადებს, მასსა და სანდრო ბრეგაძეს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაიწყო, რამაც მოგვიანებით სასამართლოში […]