სანდრო ბრეგაძემ გია კუჭავას ბოდიში უნდა მოუხადოს და 100 ლარი გადაუხადოს

სანდრო ბრეგაძემ გია კუჭავას ბოდიში უნდა მოუხადოს და 100 ლარი გადაუხადოსთბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიტიკური ექსპერტის გია კუჭავას მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის საქმეში დამნაშავედ ცნო.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია კუჭავა სანდრო ბრეგაძისგან მედიის საშუალებით ბოდიშის მოხდასა და სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას ითხოვს.

როგორც გია კუჭაძე აცხადებს, მასსა და სანდრო ბრეგაძეს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაიწყო, რამაც მოგვიანებით სასამართლოში გადაინაცვლა.

– ,,ფეიქბუქში“ წავიკამათეთ ზაზა გაბედავაზე, რომელიც 90-იან წლებში იძებნებოდა და მან მიიღო გარკვეული, მათ შორის ფინანსური მონაწილეობა შევარდნაძეზე თავდასხმაში, რასაც ეს პიროვნება არც ,,ფეიქბუქში” მალავდა. ამაში ჩაერთო სანდრო ბრეგაძე და მიწოდა სუკ-ის აგენტი, ცალტვინა იდიოტი – იგივე გაიმეორა ,,ალიასთან“ საუბარში, რომ მე ვიყავი სუკ-ის აგენტი და ,,ეროვნული მოძრაობის“ დროს მერაბ კოსტავაც კი მემალებოდა. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი მაშინ და ვინ ვიყავი მე, რომ მერაბ კოსტავას თავი აერიდებინა? – ასეთი სისულელე, რაზეც შევიტანე სარჩელი სასამართლოში, – განაცხადა გია კუჭავამ.

ექსპერტის თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, სანდრო ბრეგაძეს მისთვის ბოდიშის მოხდა და 100 ლარის გადახდა დაევალა.

– სხდომა გაიმართა დაუსწრებლად, იმიტომ რომ სანდრო ბრეგაძემ არც შეგებებული სარჩელი გაგზავნა და საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ რეაგირება ამ ყველაფერზე. სანდრო ბრეგაძემ უნდა მომიხადოს ბოდიში ისევ ,,ალიას“ მეშვეობით და უნდა ამინაზღაუროს სასამართლო ბაჟი, რაც გადავიხადე, 100 ლარის ოდენობით – ასე წერია სასამართლო დადგენილებაში. მას აქვს 10-დღიანი ვადა, რომ გაასაჩივროს აღნიშნული დადგენილება, – განაცხადა გია კუჭავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის საქმეში დამნაშავედ ცნო.

პირველი