კატეგორია: სამართალი

57 წლის მესანთლე 27 წლის მეზობელმა სცემა და გააუპატიურა – რა მოხდა ვალეში

სოფელ ვალეს მკვიდრი 57 წლის ჟუჟუნა ზარნაძე “რუსთავი 2”- თან აცხადებს, რომ 27 წლის მამაკაცმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გააუპატიურა. ვალეს ეკლესიის მესანთლე იხსენებს, რომ შემთხვევა გასული წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას მოხდა. ახალგაზრდა დაკავებულია, მან თავდაპირველად ჩადენილი დანაშაული აღიარა. ქალის მონაყოლის მიხედვით, მოძალადის დაკავების შემდეგ, ბრალდებულის ოჯახი მას თანხის გადახდის სანაცვლოდ, საჩივრის გამოტანას სთხოვდა. […]

„ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“ – რა მიწერა ლადო გრიგალაშვილმა ბმვ-ს მძღოლს

მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბმვ-ს მძღოლის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი მეზობლები და ნაცნობები იყვნენ. რამაზ ჩინჩალაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული პირი მოკლულ ანა ნაცვლიშვილსაც იცნობდა, თუმცა მასთან არანაირი კომუნიკაცია არასდროს ჰქონია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირით მას […]

”ანა ნაცვლიშვილის საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია, სიტყვა ინტიმი სალანძღავი სიტყვა არაა ” – ადვოკატი ოტიაშვილი დავით ასათიანს პასუხობს

20 წლის შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი თვლის, რომ მას ანა ნაცვლიშვილის პირადი ცხოვრების დეტალები არ გაუსაჯაროებია. როგორც “ნიუპოსტს”ოტიაშვილმა უთხრა, მან “ძალიან კორექტულად გაავრცელა საქმეში არსებული დეტალი”. – ჩემი განცხადება არ იყო დეტალური, ზოგადი განცხადება გავაკეთე, არავის უფლება მე არ დამირღვევია. ჟურნალისტებისთვის მე დეტალური ინფორმაცია არ მიმიცია. რაც შეეხება მესამე პირს, ეს […]

ძლიერი ხანძარი “ისთ ფოინთის” მიმდებარე ტერიტორიაზე

“ისთ ფოინთის” მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის მილებს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს – სუსი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ზემოთ ხსენებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას […]

პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

გამოცემა Dziennik Lozki-ს ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ზგერჟში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. გამოცემის ცნობით, სემთხვევა, 23 თებერვლის ღამეს პატრულირებისას მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთ რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი შეამჩნია, მათთან მივიდა და საბუთების წარმოდგენა მოთხოვა. რასაც ჯგუფი არ დაემორჩილა და მათ ქვები ესროლა. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენჯერმე გაფრთხილების მიზნით გაისროლა, შემდეგ […]

“ანა ნაცვლიშვილის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება მიუღებელია” – დავით ასათიანი გრიგალაშვილის ადვოკატს აკრიტიკებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის  პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია. ასათიანის შეფასებით, აღნიშნული არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები. – ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული […]

“მეუფე იაკობი პატრიარქის გადაწყვეტილებებს აპროტესტებს“

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავის დასკვნით სიტყვაში, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა, პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელების საკითხსაც შეეხო: – როცა დასახელდა მოსაყრდრე, მათ ეს გააპროტესტეს. ანუ მეუფე იაკობი და ამ საქმის დამკვეთნი მუდმივად შეეცდებიან დამატებითი კონტროლის მექანიზმების გაპროტესტებას, რომელსაც ჩვენი მხცოვანი პატრიარქი გადაწყვეტს, – აცხადებს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

მოსამართლე ირაკლი შავაძე დახმარებას ითხოვს – „37 წელი რომ იყოს, დამხვრეტდნენ“

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე მესამე სექტორს დახმარებას სთხოვს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში განაცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩრევას ცდილობს. ირაკლი შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილმა პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისციპლინური დევნა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე ეჭვობს, რომ […]

დეკანოზი გიორგი მამალაძე: პროკურორები არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა

 ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პროკურორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ. „ტვ პირველი“ დახურული სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც დეკანოზის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაა. მამა გიორგი აცხადებს, რომ პროკურორები მასზე ზეწოლას ახდნენდნენ, ეღიარებინა, რომ პატრიარქის მკვლელობის მომზადება მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობით, სანაცვლოდ კი გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. – პატივცემულო მოსამართლენო. ამ ერთი წლის მანძილზე […]