კატეგორია: სამართალი

„კანონიერი ქურდისთვის“ საქმის მოგვარების მიზნით მიმართვა დასჯადი ქმედება ხდება – ბრიფინგი შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტრი „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს, დასჯადი ქმედება ხდება, როგორც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ასევე ქურდული შეკრების ორგანიზებას და „კანონიერი ქურდისთვის“ საქმის მოგვარების მიზნით მიმართვაც. ამასთან დაკავშირებით დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება: „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი […]

ქეთევან კობახიძემ იუსტიციის სახლს 55.000 ლარი მოუგო

იუსტიციის სახლს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 55 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, მათი იურისტების ოლიკო შერმადინის და თეონა ზაქარაშვილის დახმარებით მოქალაქე ქეთევან კობახიძემ 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ. იუსტიციის სახლს. მოპასუხეებს ქეთევან კობახიძის უკანონო გათავისუფლებისთვის დაევალათ კომპენსაციის სახით 55.000 ლარის ანაზღაურების გადახდა. “ქეთევან კობახიძე 2013 წლის 14 იანვრიდან კონკურსის […]

ზაზა სარალიძე – “დათოს დაჭრისას ორი დანა გამოიყენეს, ცხვარივით დაკლეს ჩემი შვილი”

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ყველა თვითმხილველს მოუწოდებს, რომ სიმართლე თქვან. როგორც ზაზა სარალიძემ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მას სურს, რომ არც ერთი დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი. ამასთან, მოკლული მოზარდის მამა იმედოვნებს, რომ ხორავას ქუჩაზე მყოფი მოზარდები იტყვიან საბოლოოდ თუ რა მოხდა რეალურად. – ერთადერთი სიმართლე არის ის, რომ საპირფარეშოში, […]

რა სთხოვა ექსპერტს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ – “რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელშიც მოზარდები მონაწილეობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. რა სთხოვა მას ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ და სინამდვილეში რამდენი დამნაშავე ან დაზარალებულია ამ საქმეში? – “კვირის პალიტრას” მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – საქმეში ერთ-ერთი ბრალ­დებულის, გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით ჩავერთე. ვგულისხმობ ლევან დადუნაშვილის მკვ­ლელობაში ეჭვმიტანილ მო­ზარდს.­ მისი ოჯახის პოზიციამ გამაოცა, არასდროს დამავიწყდება […]

შპს ,,ქართულ ოცნებაზე“ რეგისტრირებულ ღამის კლუბ ,,ოთახს“ 5.000 ლარის გამოძალვას აბრალებენ

თბილისში რუსთაველის გამზირზე არსებული ღამის კლუბი ,,ოთახი“ სკანდალში ეხვევა. შპს ,,ქართულ ოცნებაზე“ რეგისტრირებულ კლუბს აფიორასა და 5.000 ლარის გამოძალვაში ადანაშაულებენ. უცხო ქვეყნის მოქალაქე კრისტოფერ ვეიკი აცხადებს, რომ დაწესებულებაში მხოლოდ 15 წუთით შევიდა, თუმცა დაწესებულების მიმტანმა მას განუცხადა, რომ მომსახურებისთვის 900 ლარი უნდა გადაეხადა. ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფაქტი გააპროტესტა და ჩეკი მოითხოვა, […]

ვის შეხვდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გენერალი ქუთათელაძე – გიორგი ჭანტურიას აღწერით, სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი შეიქმნა

ვის შეხვდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გენერალი ქუთათელაძე? – P.S.-მა, გიორგი ჭანტურიას აღწერის მიხედვით, სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი შექმნა. გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, პოსტ სკრიპტუმმა, გიორგი ჭანტურიას აღწერის მიხედვით, ამ ადამიანის ფოტორობოტი შექმნა. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, ის გამოძიებას გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, მინიმუმ, 40 საათი დაკავებული ჰყავდა. რამდენჯერმე გაჩხრიკეს მისი ბინა და ავტომობილი. ბინაში ვაზნებიც […]

ვაკის პარკთან ტრანსგენდერი მირანდა ფაღავა სასტიკად ცემეს

თბილისის ცენტრში გამთენიისას, ვაკის პარკთან ტრანსგენდერ ქალს სასტიკად სცემეს. 23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომლის გაღიზიანებაც მირანდას გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია. მირანდა ფაღავა გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებას აპირებს, რადგან ის აქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მირანდა ფაღავა ყვება იმასაც, რომ მან დახმარება სთხოვა ინციდენტის ადგილზე არსებულ მაღაზიის […]

“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე დაიკითხა – ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული

“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლის, გიორგი სოზაშვილის დაკითხვა 27 იანვარს გვიან ღამით დასრულდა. დაკითხვა კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დაკავებული გოგიტა დალაქიშვილის საქმეს უკავშირდებოდა. აუდიო ჩანაწერში, რომელის გაყიდვასაც დალაქიშვილს ედავებიან, სავარაუდოდ, სწორედ სოზაშვილის ხმა ისმის, რასაც თავადაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული, თუმცა არ იცის, თუ როგორ ჩაიწერა და საიდან მოხვდა ეს ჩანაწერი […]

თბილისში არასრულწლოვანებმა კლინიკა ”მედი” გაქურდეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე კლინიკა “მედი” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, კლინიკის შიდა და გარეთ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს, რომ ამ დრომდე დაუდგენელი პირები არასრულწლოვანები არიან. ჯერჯერობით უცნობია, რა წაიღეს ქურდობაში ეჭვმიტანილებმა. “პირველს” მომხდარ ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის, მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დაუდგენელი პირების გამოსავლენად, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

დავით ლაცაბიძე – “შსს-მ ირანის 2 მოქალაქისგან 1 კგ ჰეროინი ამოიღო”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. როგორც შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. „შინაგან საქმეთა […]