შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და 3 თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიან

შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და 3 თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიანშპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და 3თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიან. მათი დაკითხვაზე დაბარება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს დილით მომხდარ შემთხვევას უკავშირდება.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაკითხვა ისნის რაიონული პოლიციის მე-8 გამყოფილებაში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერი ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელა.