ხანძრის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის ოფისის სხვენში არსებული 4 ოთახი დაიწვა. “ნიუპოსტს” ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, რომ შემთხვევა გუშინ, თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კატეგორია: სამართალი
ბათუმში ახალგაზრდა კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოზურგეთში მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა ოჯახის 2 წევრი
საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს – მიცკევიჩის ქუჩაზე სროლა ატყდა
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. თავდასხმის შემეგად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აუცილებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს – 179-ე, […]
ზვიად რატიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თავად რატიანი კი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. […]
ირმა ჭკადუა: “სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს”
თქვენ რომ საზოგადოების აზრი გაინტერესებდეთ, ახლა ოთარ აბესაძე იქნებოდა სახლში, გირაოთი, – ასე მიმართა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს.მოსამართლე ნინო ნაჭყებია ადვოკატ ჭკადუას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პროკურორმა ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების შუამდგომლობა ციხის ადმინისტრაციის იმ პოზიციით გაამყარა, რომ […]
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
“რუსთავი 2 პარლამენტის წინააღმდეგ”- საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. პლენუმმა ტელეკომპანია რუსთავი “-ის სარჩელზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას სამი განსხვავებული აზრი დაერთო: გიორგი კვერენჩხილაძის, ირინა იმერლიშვილისა და მაია კოპალეიშვილს. რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს საქართველო სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის. 9 დეკემბერს […]
ლიტველი ტურისტის ძარცვის, მაღაზია „პარნასის“ და კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტებზე 16 წლის დ.ყ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული დ.ყ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო. სამართალდამცველებმა დ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ”ბრალდებულმა მის მიერ თბილისში […]
სამართალდამცავებმა “ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
დღეს დილით, სამართალდამცავებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის მცდელობა აღკვეთეს. მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობის ფაქტზე უკვე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 ა. ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, საპატრულო პოლიციის […]
სუს-მა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები […]










