ოზურგეთში მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა ოჯახის 2 წევრი

ოზურგეთში მანქანა ხევში გადავარდა - დაიღუპა ოჯახის 2 წევრიოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში მომხდარ ავარიას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. მათგან 2 ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

იმედინიუსი