კატეგორია: სამართალი

დადიანის გამზირზე ავარიას ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება უკვე მიმდინარეობს. „შეჯახების შედეგად გარდაცვლილია ქალბატონი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.

სპეცრაზმის 20 პიკაპი თელავში შევიდა

გომბორის გზიდან, სპეცრაზმის კუთვნილი 20-მდე „პიკაპის“ ტიპის ავტომობილი თელავში შევიდა. სპეცდანიშნულების ჯგუფები ერთ-ერთ ობიექტზე დაბანაკდნენ. რა მიზანს ემსახურება სპეცდანიშნულების ძალების მობილიზება, ამ დროისთვის უცნობია. ინტერპრესნიუსი

გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, კომპანია ”სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, შარაშიძე გამოკითხვაზე დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული. მათივე ცნობით, საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.

ყაჩაღობა გურჯაანში- ნაცემია ოჯახის უფროსი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. მათთან გვიან ღამით, სამი შეიარაღებული პირი შევიდა და ფული და ოქრო მოითხოვა. ნაცემია ოჯახის უფროსი, გივი ლიპარტაშვილი, რომელსაც თავში კონდახი ჩაარტყეს. სახლიდან გარკვეული რაოდენობის თანხაა წაღებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამრთლოში პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გორნაკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესი ცალკე წარმოებად წარიმართა. პროცესზე მისმა ადვოკატმა ირაკლი ბენიამ გორნაკაშვილისთვის 10 ათასლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც ადვოკატმა თქვა, ზურაბ გორნაკაშვილმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულ კიდევ სამ ბრალდებულს, ირაკლი ბენიას […]

ვაკეში ოჯახი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა თბილისში. ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა. არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია თანხა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემირლან მაჩალიკაშვილს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს – ყოფილმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა არ იცის, რატომ შეცვალეს

თემირლან მაჩალიკაშვილს ადვოკატი შეეცვალა. ცირა ჯავახიშვილის ნაცვლად მაჩალიკაშვილის უფლებებს დაიცავს მარიამ კუბლაშვილი. ცირა ჯავახიშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ არ იცის, რატომ შეეცვალა მის კლიენტს ადვოკატი. თავად მარიამ კუბლაშვილმა კი თქვა, რომ თემირლანი მისი ნათესავია და ოჯახმა მისი დაცვა სთხოვა. – ჩემ გვერდით მრავალი ქართველი ადვოკატია, რომელიც მზადაა, უსასყიდლოდ დაიცვას თემირლანის უფლებები.  არც ერთ შემთხვევაში არ […]

ლევან დადუნაშვილის და დათო სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულებს პროკურატურამ ბრალდება დაუზუსტა

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს – გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ […]

თემირლან მაჩალიკაშვილი კომაშია და მართვით სუნთქვაზეა

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე ღრმა კომატოზურ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალგაზრდას ოპერაციის შემდგომ გართულებები არ აქვს. თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს […]

სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვაინ ღამით ბენზინგასამართი სადგური დაყაჩაღეს. “ინტერპესნიუსის “ინფორმაციით, წაღებულია 1.000 ლარამდე თანხა. შემთხვევს დროს დაიჭრა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა. მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ […]