ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს, ვინაიდან მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობიექტური იქნება“. – მოსამართლე არევაძე და პროკურორი ნადარეიშვილი სახაზინო ადვოკატს, რომელიც ითხოვდა ვადას, რათა გაცნობოდა რამდენიმეტომიან საქმეს, მოექცნენ საშინლად არაობიექტურად, როდესაც მას უწოდეს […]
კატეგორია: სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას გეგმავს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას აპირებს. როგორც ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკოლეიშვილთან დღეს გაფორმდება ხელშეკრულება და სავარაუდოდ, ხვალ ის მაჩალიკაშვილის სახლში იმუშავებს. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ოთახში, სადაც მაჩალიკაშვილი დაჭრეს, დღეს მიდიან პროკურატურის წარმომადგებლები ექსპერტიზის ჩასატარებლად. – დღეს დაიდება ხელშეკრულება და ჩვენ დავიწყებთ მტკიცებულებების მოპოვებას. ჩვენ დავუკავშირდით მაია ნოკოლეიშვილს და […]
ბათუმში მე-9 სართულიდან 45 წლის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა
ბათუმში, ლერმონტოვის 103 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან 45 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
წელს შინაპატიმრობა დაინერგება
2018 წელს სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდადებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. უწყების ცნობით, შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდადებულებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. მსჯავრდადებულზე ზედამხედველობა განხორციელდება ელექტრონული სამაჯურების საშუალებით. შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდადებულს სასჯელი […]
კახეთში მანქანა ხეს შეეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
კახეთში, სოფელ თოხლიაურთან ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. როგორც “პირველს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. იმედინიუსის ფოტო
ვლადიმერ კერესელიძე: “დამიბრუნეთ ჩემთვის წართმეული 490.000 ლარი!”
მრეწველობის ყოფილი მინისტრი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს საქართველოს მრეწველობის მინისტრი 1993-2000 წლებში, ვლადიმერ კერესელიძე, რომელიც 2004 წელს დააპატიმრეს, მიიჩნევს, რომ უკანონოდ იყო დაპატიმრებული და წაართვეს დიდი ოდენობით თანხა, 490 ათასი ლარი. ის ამბობს, რომ მამაპაპეული სახლიც გააყიდვინეს, ბანკის ვალიც ააღებინეს და თანხები პროკურატურის ანგარიშებზე შეატანინეს. პატიმარ კერესელიძეს საკუთარი ხელით დაუწერა პროკურორმა, თუ რომელ ანგარიშებზე უნდა შეეტანა […]
თბილისში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა. დაღუპულები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაღუპულები არიან მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები და მძღოლი. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]
ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ა.დ.-ს და ქ.დ-ს 5.000-5.000 ლარი გირაო შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს გირაო შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულებს ა. დ.–ს და ქ. დ.–ს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5.000-5.000 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად კი 20 დღე განისაზღვრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს დიდი ოდენობით, წინასწარი შეთახმებით […]
ქუთაისში აფთიაქი გაქურდეს
გვიან ღამით, ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი “იმპექსი” გაქურდეს. თანამშრომლების თქმით, სიგნალიზაცია ჩაირთო და დიდი თანხის წაღება ვერ მოასწრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქის ქურდობაზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გულისხმობს.
თურქეთის ქალაქ რიზეში ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავეს
რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც მიკროავტობუსით საქართველოში გაქცევას ცდილობდნენ. დაკავებისას მათ აღმოაჩნდათ 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა. დაკავებულები არიან გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია. სასამართლომ ფიფია დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიუსაჯეს.










