ქმრის მიერ მოკლული მარიკა წივწივაძის დედას შინაგან საქმეთა სამინისტრო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს, ხოლო გარდაცვლილი ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქმის ადვოკატმა, სოფო გოგიშვილმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. გოგიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და შს სამინისტროს, რომელმაც იცოდა, რომ მარიკა წივწივაძე ძალადობას ექვემდებარებოდა და მის […]
კატეგორია: სამართალი
ლომარ ნიგურიანი მესტიის ბაზარში 39 წლის მ.ნ.-მ ჩაცხრილა – ახალი დეტალები ენმ-ს წევრის მკვლელობის ირგვლივ
მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის, მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება 39 წლის ბრალდებულს ეძებს. გამოძიება კი ორი მუხლით მიმდინარეობს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა […]
ნათია მეზვრიშვილი – ”ზვიად რატიანი იყო ბანკომატთან, იქცეოდა საეჭვოდ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში”
– ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადგან პირი პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, ეს რაიმე ფორმით ამართლებს პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ TV პირველის“ ეთერში, ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, რატიანის შემოწმების საფუძველი პოლიციას ჰქონდა, ვინაიდან ის იყო ნასვამი და იქცეოდა საეჭვოდ. ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ […]
მესტიაში საკრებულოს წევრი, ნაციონალი ლომარ ნიგურიანი ჩაცხრილეს
პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
პოეტი ზვიად რატიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით სახლიდან ე.წ ძველი რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს’ ზვიად რატიანის ადვოკატმა ანი ნასრაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ზვიად რატიანს აქვს ტვინის შერყევა, სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რის გამოც რატიანს გადაადგილება უჭირს. – ზვიად რატიანი გადაიყვანეს ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, ვერ გადაადგილდებოდა, აქვს […]
რეიდები არაეფექტურია და შეიცავს დიდ საფრთხეს -“ევროპული საქართველო” შს მინისტრს მიმართავს
“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრს მიმართავს . პარტია შს სამინისტროს მიერ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებულ რეიდებს ეხმაურება. ელენე ხოშტარია მოუწოდებს შს მინისტრს კრიმინოგენურ ვითარების გამოსასწორებლად ნუ გამოიყენებს რეიდების მოძველებულ ფორმას . – ერთის მხრივ ცალსახად ძალიან კარგია რომ ახალი მინისტრი კრიმინოგენურ ვითარების დამძიმებას არ აბრალებს მედიას და საზოგადოებას. რეალურად მან აღიარა რომ ქვეყანაში […]
შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც კანონის შესაბამისად, მეწარმის მიმართ უნდა გაფორმებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი 10.000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ამის […]
დინამოსთან ცაბაძის ქუჩაზე ხანძარში 3 ადამიანი დაიღუპა
დინამო არენასთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ხანძრის მიზეზი უცნობია. დაღუპულებიდან ერთი კაცია, მძიმედ დაშავებული კი ქალი. ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ზვიად რატიანი აღიარებს, რომ დაკავების დროს ნასვამი იყო
პოეტ ზვიად რატიანის გამოკითხვა თბილისის პროკურატურაში დასრულდა. მან შენობა უკვე დატოვა, მანამდე კი რატიანმა და მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ადვოკატის ანა ნასრაშვილის თქმით, გამოძიება დაწყებულია პოლიციელის მხრიდან ძალა-უფლების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. ადვოკატი ამბობს, რომ ზვიად რატიანის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე პროკურატურა ექსპერტიზას ჩაატარებს. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა იმის ფარგლებში, რაც და როგორც ახსოვდა. […]
რუსთავში ავტომობილი კედელს შეეჯახა და მთლიანად დაიწვა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში, თბილისის ქუჩაზე. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი “შკოდას” მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი საწილიდან გადავიდა და შენობის კედელს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახებისას ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა, მან სხეული მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების […]










