22 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე “დათო პანკისკი” მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. საქმე შეეხება შაქრო კალაშოვის, იგივე “შაქრო მოლოდოის” ახლობელზე, ასევე “კანონიერ ქურდ” დათო ოზმანოვზე, იგივე “კრასნოდარსკიზე” 2011 წელს მომხდარ თავდასხმას, რასაც ქურდულ სამყაროში კონფლიქტის ახალი, სისხლიანი ფაზის დასაწყისად მიიჩნევენ. თავდასხმისას ოზმანოვი სასწაულად გადარჩა. ერთ-ერთი ვერსიით, ალხანაშვილი […]
კატეგორია: სამართალი
კონტრაბანდის გამო უკრაინაში დაკავებული პირი აჭარის ყოფილი შს მინისტრი დავით ღლონტია – ის დიპლომატ ეკა პატარაძის მეუღლეა
უკრაინის საზღვარზე კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი პირი აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დავით ღლონტია. იგი უკრაინაში საქართველოს ვიცე კონსულის ეკა პატარაძის მეუღლეა და ამის გამო ჰქონდა მას დიპლომატიური პასპორტი. დავით ღლონტი მინისტრის თანამდებობას წინა ხელისუფლების დროს იკავებდა. იგი თანამდებობიდან 2004 წლის სექტემბერში გადააყენეს. ეკა პატარაძე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან უკვე გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის სამართალდამცავებმა […]
ნათია მეზვრიშვილი – ”ზვიად რატიანი იყო ნასვამი, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს”
შსს მინისტრის მოადგილემ, უწყების საპარლამენტო მდივანმა ნათია მეზვრიშვილმა პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. ბრიფინგზე ქ-მა მეზვრიშვილმა შემდეგი განაცხადა: – მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოქალაქე ზვიად რატიანთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად […]
თბილისში ირანის მოქალაქე ჰ.გ.-გან პოლიციამ 1 კგ ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჰ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, სამღებროს ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.გ.-ს […]
კუმისთან მანქანამ კაცი მოკლა
ზვიად რატიანი ხელწერილით გამოუშვეს – ”მირტყამდნენ განუწყვეტლივ”
– ყველაზე დაუნდობლად წინასწარი დაკავების იზოლატორში გავილახე, – ამის შესახებ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა ზვიად რატიანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალდებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა გათავისუფლების შემდეგ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალები გაიხსენა. რატიანი ყვება, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავების შემდეგ დიღმის მასივში მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ. – […]
სტამბოლში დავით ალხანაშვილი, იგივე “დათო პანკისკი” მოკლეს
თურქეთში, სტამბოლის ერთერთ რესტორანში საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით მოკლეს. 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე “დათო პანკისკი” პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან არის, თუმცა, მისი მშობლები თელავის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები გარდაცვალების ადასტურებენ, თუმცა, მედიასთან კომენტარს არ ალეთებენ.ცხედრის გადმოსვენების პროდურები უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ალხანაშვილი შურისძიების მიზნით, “კანონიერი ქურდის”, ზაქარია კალაშოვის, იგივე “შაქრო მოლოდოის” გარემოცვამ […]
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა – „აუხირდნენ, ბიჭო, წითელი კურტკა რატომ გაცვიაო“
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა, – ამის შესახებ ინფორაციას ჟურნალი „ლიბერალი“ ავრცელებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება . არსებული ინფორმაციით, ზვიად რატიანს, რომელიც დიღმის სამმართველოში იმყოფება, სამართალდამცავები დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მომხდართან დაკავშირებით, რატიანის მეგობარი, პოეტი შოთა იათაშვილი ფეისბუკში წერს „ჩემთან იყო გუშინ. იკიც ამოვიდა ცოტა ხანი, […]
რუსთავში საქართველოს ბანკში მთვრალი ტაქსის მძღოლი შეიჭრა
თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთავში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე ასაკის კაცი იყო და სავარაუდოდ, მას იარაღი ჰქონდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაკავებული პირი წლებია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, ის ნასვამი იყო და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
“1 მილიონი ლარი მოტეხილია” – დავით ოქიტაშვილი სკანდალში ეხვევა
„კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი დიდ სკანდალში ეხვევა. „ნიუპოსტს“ ჩაუვარდა სკანდალური დოკუმენტები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება იკვეთება. ყველაფერი 2 წლის წინ, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისას დაიწყო, როცა დავით დოიაშვილის ფირმას 3.800.000 ლარამდე ხელშეკრულება უტენდეროდ გაუფორმეს. ჩვენი ინფორმაციით, დოიაშვილის დაწინაურებისთანავე, “საქართველოს კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა იმდენი „იჩალიჩა“, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა „დოისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მალევე გაწყვიტა […]










