დინამოსთან ცაბაძის ქუჩაზე ხანძარში 3 ადამიანი დაიღუპა

დინამოსთან ცაბაძის ქუჩაზე ხანძარში 3 ადამიანი დაიღუპადინამო არენასთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ხანძრის მიზეზი უცნობია. დაღუპულებიდან ერთი კაცია, მძიმედ დაშავებული კი ქალი.
ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.