კატეგორია: სამართალი

ოთარ აბესაძე გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს

ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძე შეიძლოდ გახდა, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. ნიუპოსტი

გელა ნიკოლაიშვილი: “პოლიცია არც უნდა დავაჩმოროთ და არც გავათავხედოთ”

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს. – ბატონო გელა, ბოლო პერიოდში გვესმის შეფასებები, რომ პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებმა იმატა და არის დანაშაულის შემცველი შემთხვევებიცო. ან რას იტყვით მწერალ ზვიად რატიანის საქმეზე? როგორც უფლებადამცველი, როგორია თქვენი შეფასებები? – რა თქმა უნდა, ხშირად არის გადამეტება. იმიტომ, რომ როგორც ამჟამინდელი მინისტრიც ამბობს, 40 ათასი კაცი ასე […]

ოთარ აბესაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ოთარ აბესაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა. როგორც აბესაძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ეს ექსპერტიზის დასკვნაშიც ჩანს, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ის კვლავ საშიშია და მისი გარეთ ყოფნა ზეგავლენას მოახდენს მართლმსაჯულების პროცესზე. „ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება იმისთვის, […]

“მძინარე შვილიშვილი მომიკლეს”- რას ამბობს სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ახალგაზრდა ახმედ ჩატაევთან კავშირში იყო. – მძინარე შვილიშვილი მომიკლეს- ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია. მაჩალიკაშვილის ახლობლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი სახლიდან ამოღებულია იარაღი, მათი განმარტებით, მათ ოჯახში არანაირი იარაღი არ იყო. პანკისის ხეობაში დღევანდელი სპეცოპერაციისას დაკავებული პირები ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ […]

სუსი – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას მოკლულია რუსეთის 2 მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები იდენტიფიცირებულნი არიან: „საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოფიციალურად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, იგი რუსეთის მოქალაქე შუაიფ ბოზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება, ასევე ოპერატიულად დადგენილია, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში […]

ლომარ ნიგურიანი სახურავზე შვილს გადაეფარა – მესტიაში მკვლელობის ახალი დეტალები

მესტიაში მოკლული საკრებულოს დეპუტატის ლომარ ნიგურიანის ცხედარი, პოლიციასა და ოჯახს შორის 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, დღეს დილით ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს. მოკლული ქუთაისში, ოჯახს კუთვნილი ავტომობილით გადაასვენეს. ლომარ ნიგურიანი გუშინ 4 საათზე, მაშინ მოკლეს, როცა ის სახურავიდან თოვლს წმენდდა. ბრალდებული მოკლულის ნათესავია. მკვლელობის მოტივად 3 წლის წინ, მიწის ნაკვეთის გარშემო დაწყებული დაპირისპირება სახელდება. გუშინ ნათესავებს შორის […]

“ოთარ აბესაძის დახურულ სივრცეში ყოფნა დაავადებას ამძიმებს” – ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსანის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. როგორც დაცვის მხარე ამბობს, დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედგებს წარადგენს. – დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროცესის დახურვას მოვითხოვთ. როგორც ვიცი, ბრალდების მხარეც რამდენიმე მოწმის წარმოდგენას აპირებს. ექსპერტი ცალსახად მიუთითებს, რომ აბესაძის დახურულ სივრცეში […]

სპეცოპერაცია პანკისში – ბადო ჩოფანაშვილი, თემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები დააკავეს, თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრილია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას პანკისის მკვიდრი დაიჭრა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. პანკისში სოფელ დუისში სპეცოპერაცია დილის 4 საათზე დაიწყო. მასში 50 მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის ფარგლებში პანკისის სოფელ ომალოში ბადო ჩოფანაშვილი დააკავეს, რომლისგანაც დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. ადგილობრივების თქმით, ჩოფანაშვილის დაკავება სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევთან კავშირის […]

ნარგიზა ნიგურიანი – “ლომარ ნიგურიანი ბიძაშვილმა მამუკა ნიგურიანმა მოკლა”

მესტიის საკრებულოს დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლომარ ნიგურიანის ნათესავმა imedinews-ს დეპუტატის მკვლელობის დეტალების შესახებ უამბო. ნარგიზა ნიგურიანის თქმით, ინციდენტი მოკლულის საკარმიდამო ტერიტორიაზე მოხდა. ქალის თქმით, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება ბიძაშვილებს შორის, რაც სახურავის თოვლისგან გაწმენდის გამო დიაწყო. – მამუკა  ნიგურიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 11 ტყვია გაისროლა, აქედან ლომარ ნიგურიანს 4 მუცლის არეში, ხოლო ორი მხარზე მოხვდა. 48 წლის კაცი […]

თურქეთში მოკლული 36 წლის დავით ალხანაშვილი საქართველოში გადმოასვენეს

თურქეთში მოკლული 36 წლის დავით ალხანაშვილი საქართველოში გადმოასვენეს. ალხანაშვილს ხვალ დაკრძალავენ. ის პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა, თუმცა, რამდენიმე წელია, რაც ქვეყანა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ალხანაშვილს, იგივე „დათო პანკისსკის” ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და მისი სიკვდილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, შაქრო კალაშოვის სახელს უკავშირდება. ალხანაშვილი ქალაქ სტამბულში, ერთ-ერთ რესტორანთან უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 გასროლით რამდენიმე […]