უკრაინის საზღვარზე კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი პირი აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დავით ღლონტია.
იგი უკრაინაში საქართველოს ვიცე კონსულის ეკა პატარაძის მეუღლეა და ამის გამო ჰქონდა მას დიპლომატიური პასპორტი.
დავით ღლონტი მინისტრის თანამდებობას წინა ხელისუფლების დროს იკავებდა. იგი თანამდებობიდან 2004 წლის სექტემბერში გადააყენეს. ეკა პატარაძე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან უკვე გამოიწვია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის სამართალდამცავებმა სპეციალური ვიდეოც გაავრცელეს.

