თბილისში, ვარკეთილში თრიალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს. ზვიად ფიცხელაურს ცივი იარაღით 7 ჭრილობა მიაყენეს. ადგილზე კრიმინალური, საპატრულო და დაცვის პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე მოხდა. არსებობს ვერსია, რომ ფიცხელაურმა თვითდაზიანება მიიყენა. პოლიციის პოლკოვნიკს უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, […]
კატეგორია: სამართალი
ბახალა – ”დაკავების შემდეგ გამაშიშვლეს”
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მსახიობმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. გიორგი გიორგანაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელები მისი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, რის შემდეგაც მსახიობი გააშიშვლეს. მის ციტატას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. – როდესაც სარფიდან შემოვედი, ტაქსი გავაჩერე და თბილისში ჩამოვედი. გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემს გარშემო. ისინი […]
15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 17 წლის არასრულწლოვანი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 17 წლის არასრულწლოვანი დააკავეს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ […]
სტალონეს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
გამოცემა TMZ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნოემბერში კალიფორნიის შტატის სანტა მონიკას პოლიციაში ქალბატონმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, განცხადება შეიტანა და მსახიობი სილვესტერ სტალონე გაუპატიურებაში დაადანაშაულა. გამცხადებელი ამტკიცებს,რომ სტალონემ მის ოფისში 1990 წელს გააუპატიურა.თავად სტალონე აცხადებს, რომ ამ ქალბატონთან მან 1987 წელს ისრაელში სამი დღე გაატარა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 1990 წელს კი მას საერთოდ არ […]
გიორგი გახარია – “ზუგდიდს “მაყურებელი” ჰყავსო და ვინ უყურებს ამ ზუგდიდს?”
პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა თენგიზ გუნავამ შს მინისტრს გიორგი გახარიას ჰკითხა, ფლობს თუ არა ინფორმაციას, რომ ზუგდიდში „ტყის ძმების“ დაჯგუფების ხელმძღვანელი, დათო შენგელია და მისი მეგობრები თითქმის ყველაფერს აკონტროლებენ. – ზუგდიდს მაყურებელი ჰყავსო და ვინ უყურებს ამ ზუგდიდს? – უპასუხა გიორგი გახარიამ. თენგიზ გუნავამ კი ხვიჩა ცხაკაია დაასახელა.
რუსთაველზე დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ფაქტის თვითმხილველები გამოკითხა.
გიორგი გახარია: ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში
საქართველოს შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში. როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გახარიამ განაცხადა, მათი საქართველოში შემოსვლა საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია. ”არის დაწყებული კონკრეტული გამოძიება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ […]
იუმორისტ დათო როსტომაშვილის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ბრალდებულ გიორგი როსტომაშვილის ადვოკატის, იმედა გოროშვილის განცხადებით, დაცვის მხარისთვის მოსალოდნელი იყო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაზარალებულმა თავის დროზე გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა, სასამართლოზე კი ყაჩაღობის ფაქტი საერთოდ უარყო. აქედან გამომდინარე, ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო და მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი როსტომაშვილი გამართლდა. ”დაზარალებულმა საერთოდ უარყო […]
„პაატა ბურჭულაძე ტაძრის ასაშენებლად შეწირულ ფულს საკუთარ თავს უხდიდა“
მას შემდეგ, რაც PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ პაატა ბურჭულაძე და ფონდი “იავნანა” საქველმოქმედოდ მობილიზებული 10 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაში ამხილა, სტუდია ფონდ „ივერიის“ საქმიანობითაც დაინტერესდა, რომელიც 2010 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიქმნა და რომელსაც, “იავნანას” მსგავსად, პაატა ბურჭულაძე ედგა წლების განმავლობაში სათავეში. ამ ფონდის ერთადერთი მიზანი მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის პატრიარქის მოწოდების […]
კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს, რომელსაც ნახევარი ცხოვრება ციხეში აქვს გატარებული
კიევის ოლქში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. ამის შესახებ „სტრანა.უა“ წერს. სამართალდამცველთა მტკიცებით, მიმდინარე წლის მარტში, კიევის ოლქის დაბა ვორზელში ე.წ. კანონიერმა ქურდმა ადგილობრივი მცხოვრები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ საქმეში დამნაშავე 49 წლის ქართველია, რომელიც წარსულში „კანონიერი ქურდის“, […]










