გამოცემა TMZ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნოემბერში კალიფორნიის შტატის სანტა მონიკას პოლიციაში ქალბატონმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, განცხადება შეიტანა და მსახიობი სილვესტერ სტალონე გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
გამცხადებელი ამტკიცებს,რომ სტალონემ მის ოფისში 1990 წელს გააუპატიურა.თავად სტალონე აცხადებს, რომ ამ ქალბატონთან მან 1987 წელს ისრაელში სამი დღე გაატარა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 1990 წელს კი მას საერთოდ არ სეხვედრია. სტალონეს ადვოკატი მარტინ ზინგერი ამბობს, რომ მას ჯერ-ჯერობით გამომძიებლებთან კონტაქტი არ ჰქონიდა და შესაბამისად არ იცის წარმოებასია რის თუ არა მიღებული განცხადება. ადვოკატი არ გამორცხავს, რომ გამცხადებებლს ცრუ ჩვენებისთვის უჩივლონ. სტალონე ნოემბერშიც დაადანაშაულეს ძალადობაში, რომ თითქოს მან 1986 წელს 16 წლის მოზარდზე იძალადა თუმცა სტალონეს ადვოკატმა ბრალდებას სასაცილო უწოდა.

