შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი […]
კატეგორია: სამართალი
ქუთაისის 1-ელ საჯარო სკოლაში მოსწავლეს ცივი იარაღი უპოვეს
ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლაში მოსწავლეს ჩანთაშა დანა უპოვეს. ინფორმაციას სააგენტო “პირველი” ავრცელებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სკოლის ადმინისტრაციიის განცხადებით, მოსწავლეს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ცივი იარაღი ჩამოართვეს და პირობა დაადებინეს, რომ მსგავს ქმედებას მომავალში აღარ განახორციელებს. შემთხვევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ორი დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, მოხდა თუ არა არასრულწლოვანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა.
ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ეკა წამალაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა, თუმცა შესაძლოა, მათ სასამართლომ ფულადი ჯარიმაც დააკისროს. ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში “ენმ”-ის წევრის ეკა წამალაშვილთან დაპირისპირებირებაზე კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი გამოიკითხა და ჩვენება მისცა. მისი თქმით, ინციდენტი იყო წამალაშვილის მიერ იმიტირებული “ქრონიკა”. „ეს იყო მუქარა, რომლისაც მე კურდღლების […]
ნაციონალების აქტივისტ ზურაბ ნონიაძის შვილი მალხაზ თვაური ნარკოტიკებზე დააკავეს
დღეს პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის შვილი დააკავა. ზურაბ ნონიაძის სახლში სამართალდამცავები იარაღს ეძებდნენ. მალხაზ თვაური 8 საათიანი ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შს თანამშრომლები სამჯერ შემობრუნდნენ ადგილზე და ოჯახს იარაღის უკანონოდ შენახვის ორდერი წარუდგინეს, თუმცა მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს, ახალგაზრდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წაიყვანეს. ხურაბ ნონიაძე შვილის დაკავებაში პოლიტიკურ […]
სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე – ”თუ მასალების გაცნობას 25 დეკემბრამდე ვერ მოვასწრებ, ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას”
– თუ მასალების გაცნობას 25 დეკემბრამდე ვერ მოვასწრებ, კვლავ დავაყენებ საქმის გადადების მოთხოვნას – ბრალდებულის ინტერესები დაცული უნდა იყოს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალების სირთულიდან გამომდინარე ის გონივრულ ვადას 15 იანვრამდე ითხოვდა. მისი თქმით, ეს ვადა მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალების […]
მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის ადვოკატს ოროსანი უწოდა
– იმედია სასამართლოს მიერ მოცემული ვადა საკმარისი იქნება და შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით, – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე მოითხოვდა მისთვის მოსამართლეს მიეცა გონივრული ვადა, რათა მოესწრო საქმის მასალების გაცნობა. მოსამართლემ ნაწილობრივ […]
იასონ ბესელია – ”ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ”
კალათბურთის დაკავებული მსაჯების – ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და თავს დამნაშავედ გრძნობენ. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ამ წუთებში ირაკლი და დავით ბერიშვილების დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამართალდამცველებმა დღეს, თბილისში დააკავეს. ამასთან, […]
თემურ დათიკაშვილი ბრალს არ აღიარებს – ”ეს არის პროვოკაცია”
ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” თანამფლობელი, თემურ დათიკაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ დათიკაშვილს ბრალდების მხარე კომერციულ მოსყიდვას ედავება, რაც, დაკავებულის შეფასებით, პროვოკაციაა. კითხვაზე, ვისი მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს დაკავებული, ადვოკატის განმარტებით, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს. – აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ეს […]
სუსმა ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი, დავით ბერიშვილი, ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი დააკავა – მათ კალათბურთის მატჩების ჩაწყობა ბრალდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე არიან დაკავებული. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია […]
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. შსს ცნობით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია მუხლით დაიწყო.










