კატეგორია: სამართალი

15 წლის დაჭრილი ბიჭის ოპერაცია დასრულდა – მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ინგოროყვას კლინიკაში დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. – პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო […]

მაია მიქაძე დაჭრილ ბავშვზე – ”ეს ბავშვი სექტემბერში გადმოვიდა ჩვენთან, დღეს ყველა გაკვეთილს დაესწრო, მე-6 გაკვეთილზე შემაჯამებელიც დაწერა ქიმიაში”

– დღეს 6-ვე გაკვეთილს დაესწრო, ძალიან მოწესრიგებული ბავშვია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმ სკოლის დირექტორმა განუცხადა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდი სწავლობს. კერძო სკოლა „ოქროს აკვანის“ დირექტორი მაია მიქაძე ცოტა ხნის წინ ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოში იმყოფებიან დაჭრილის ახლობლები და კლასელებიც. – ეს ბავშვი სექტემბერში გადმოვიდა ჩვენთან. ბავშვი არის ძალიან […]

რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის მოზარდი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა – ”დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა”, ამბობს დირექტორი

თავისუფლების მეტროსთან დაჭრილი 15 წლის მოზარდი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა. მომხდარზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. დირექტორის განცხადებით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა. – არ ვიცი, ვინ დაჭრა, ვერ გეტყვით, იყო აბსოლუტურად უკონფლიქტო და მშვიდი და კარგი ბავშვი და ისიც არ ვიცი, როგორ არის, – განაცხადა მაია მიქაძემ. დირექტორის თქმით, მას სამართალდამცავები […]

ვახტანგ ქაცარავა რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის ბიჭის მდგომარეობაზე – ”გულის დაზიანება არ არის, დაკარგა 1 ლიტრი სისხლი, ახლაც მიდის გადასხმა”

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის გულ-მკერდის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, მოზარდს სისხლდენა შეუჩერდა. – პაციენტი ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სტაბილურადაა. შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში, ჰემორაგიული შოკით, წნევა ჰქონდა დაბალი სისხლდანაკარგის გამო. ჩაუტარდა ოპერაცია, გულ-მკერდი გაიხსნა და ინახა სისხლმდენი ადგილები. აღინიშნება ნეკთაშორის არტერიის […]

თავისუფლების მეტროსთან დაჭრილ 15 წლის ბიჭს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული

„თავისუფლების მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილ მოზარდს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. იგი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 15 წლის მოზარდს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულ-მკერდის არეში. ჭრილობები მას სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული: – პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, გამოხატული იყო ჭრილობა გულმკერდის არეში და წელის არეში, გადაყვანილია […]

რუსთაველზე, მეტრო თავისუფლების მოედანთან, 15 წლის ბიჭი დაჭრეს

რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” 15 წლის მოზარდი დაჭრეს. დაჭრილი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. არასრულწლოვანს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები გულ-მკერდის არეში ააღებიშნება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ლანჩხუთში 22 წლის ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში 22 წლის ახალგაზრდა მ.მ. ახლობლებმა  ჩამომხრჩვალი ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილის  ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და სოციალურ შემწეობას იღებს.  ოჯახის ახლობელთა თქმით, დიდი ალბათობით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა კონკრეტულ მიზეზზე ვერავინ საუბრობს. ისინი გარდაცვლილს    ზრდილობიან და წესიერ ადამიანად ახასიათებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის […]

 ხორავაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა – დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა

არაოფიციალური ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, მოზარდის მიერ დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა, რაც საქმეში ჩაიდო. ამასთან, სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნდა ბრალდებულის მიერ მომხდარის დეტალებზე საუბრის ამსახველი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე სასამართლოს განჩინება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი აღნიშნული მასალა […]

 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ

ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. „ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს“, – განაცხადეს ახლობლებმა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული. […]

ბათუმში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფი თავში დაიხალა – მოზარდი სიკვდილს ებრძვის

ბათუმში, 17 წლის არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მოზარდს სანადირო თოფით თავის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ახალგაზრდას ყბის არეში 5 მასრა ჰქონდა მოხვედრილი. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინსიტროში განუცხადეს, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ […]