შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის […]
კატეგორია: სამართალი
„საქართველოს ბანკის“ ფილიალი ამჯერად ისანი-სამგორის რაიონში დააყაჩაღეს
თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის შესახვევში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. გუშინ საქართველოს ბანკის ფილიალი წერეთლის გამზირზე დააყაჩაღეს. ამ თვეში საქართველოს ბანკის დაყაჩაღების უკვე მეოთხე შემთხვევაა. პირველი
რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს – 12 სექტემბერს აქ თავი მოიკლა ბანკზე თავდამსხმელმა
თბილისში, წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი შეიჭრა, რომელსაც იარაღი ჰქონდა. წაღებულია თანხა, თუმცა არ კონკრეტდება, რა ოდენობის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ყაჩაღობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბანკის ამ ფილიალში მოიკლა თავდამსხმელმა თავი 12 სექტემბერს. 12 სექტემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში […]
პროკურატურამ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილის დევნა შეწყვიტა
საქართველოს პროკურატურამ პროექტ „ბირჟა მაფიას“ წევრების გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. […]
ზაზა სარალიძე – “ჩემს შვილს, დათო სარალიძეს, ორი კაცი ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო, ვერ მოერეოდა”
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არაა და რამდენიმე ცივი იარაღია გამოყენებული. როგორც ზაზა სარალიძემ ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ინიციატორები არც დავით სარალიძე და არც ლევან დადუნაშვილი არ ყოფილან. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ […]
ავტოსაგზაო შემთხვევას დიდუბეში, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა დიდუბეში – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გორში ეძებენ მამაკაცს, რომელმაც სადარბაზოში ქალი სცემა
გორში სამართალდამცველები ქალის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით კოხდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ქალს მამაკაცი სადარბაზოში დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ნიუპოსტი
გიორგი ვოლსკი ფინანსურ პირამიდას მფარველობს?
ფინანსური პირამიდის კიდევ ერთი მსხვერპლი – თამუნა თოდუა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად თავშესაფრის გარეშე დარჩა. წლების წინ ბინის გირაოს სანაცვლოდ ნასესხები 5.000 დოლარი დღეს უკვე 38 ათასიან დავალიანებად იქცა და მისი ქონება აუქციონზე გაიყიდა. ერთადერთი ადგილი, სადაც ოჯახმა შესაძლოა, თავი შეაფაროს, სახლის სარდაფია, მაგრამ იქ შესაღწევად ბინის გავლაა საჭირო. თამუნა თოდუასთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ […]
ევროპარლამენტარები ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
.ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს. ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, პატივი სცენ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას. „ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელის მომწერი წევრები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და […]









