კატეგორია: სამართალი

თეონა დოლიძე – ”ჩემი 17 წლის ძმა ძალადობის მსხვერპლია” – ბიჭის გაუჩინარების ახალი ვერსია გაჩნდა

ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაუჩინარებული ბიჭის დამ, თეონა დოლიძემ განუცხადა, „17 წლის მოზარდი ძალადობის მსხვერპლია და გამოძიება სწორედ ამ კუთხით უნდა მუშაობდეს“. როგორც თეონა დოლიძე ამბობს, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, „თუმცა სკოლამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს“. […]

ჩატაევის ცხედარი ოჯახისთვის ჯერ არ გადაუციათ

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროს ახმედ ჩატაევის ცხედარი მისი ოჯახისთვის და ნათესავებისთვის ჯერჯერობით არ გადაუცია. ცხედრის გადაცემის შემდეგ კი ჩატაევს სოფელ დუისში დაკრძალავენ: – ჩატაევის ცხედარი ნათესავებისთვის ჯერ არ გადაუციათ. როცა გადაცემა მოხდება მე უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა. როდესაც ეს მოხდება, მას პანკისში, სოფელ დუისში დაკრძალავენ, – განაცხადა იდიგოვმა […]

მაგთის ოფისიდან 14 წლამდე მოზარდებმა მობილური ტელეფონები მოიპარეს

თბილისში, ჭავჭავაძის და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე მდებარე მაგთის ოფისიდან 14 წლამდე მოზარდებმა რამდენიმე მობილური ტელეფონი მოიპარეს. ოფისიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები სადაც, სავარაუდოდ დამნაშავეთა სახეებია დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

თელავში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

თელავში, 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მეზობლების თქმით, ის ბინაში ქირით ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რატომ “გააშავეს” გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია

ტენდერში გოგი თოფაძის შვილის კომპანია “ჰიუნდაი ავტომ” გაიმარჯვა ტენდერები და გაშავებული კომპანიები. რომელი სამინისტროების უკანონო ქმედებების გამო გაშავდნენ კომპანიები? მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. “სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენელმა სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და […]

ბათუმში 57 წლის ქალი ფანჯრის წმენდისას მე-4 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ipn-ი წერს. თვითმხილველების თქმით, ქალი ფანჯარას წმენდდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. „პუშკინის ქუჩის 141 ნომერში იყო გამოძახება. სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაახლოებით 57 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა. ის, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა“, – უთხრეს ბათუმელები გე-ს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

გურამ რჩეულიშვილი – ”ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს”

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული სხდომა ვერ შედგა, როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, ერთი თვეა “ცენტრ პოინტი” ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს. რჩეულიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა m2-მა და “ვილა რეზიდენსმა” ხელშეკრულების მოსამზადებლად იურისტთა ჯგუფიც დაიქირავა, დოკუმენტაციას გაეცნენ და ახლა კომპანია ინვესტორი კომპანიიდან ხელშეკრულების დრაფტის მოლოდინშია. – ოთხი თვის განმავლობაში კომპანიების მხრიდან ობიექტების შესწავლა, […]

ციხის საგუშაგოდან გაქცეულ შეიარაღებულ ჯარისკაცს პატიმრობა შეეფარდა

სასჯელაღსრულების დაწესებულების საგუშაგოდან სამსახურებრივი იარაღით ჯარისკაცი გაიქცა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, რუსთავის N17 ციხის გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს, ხოლო მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდეს. უწყების ცნობით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების […]

შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს

შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს და ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ “პირველს” თვითმხილველმა აცნობა. “პირველი” მომხდარის დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

ირაკლი ჩხვირკია: „გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები”

ბათუმში, 11-12 მარტის მოვლენებში ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ადვოკატების საქმიდან ჩამოხსნა მოითხოვა. როგორც დღევანდელ პროცესზე ჩხვირკვიამ განაცხადა, ის საკუთარ ინტერესებს თავად დაიცავს. მისივე თქმით, პროცესები პოლიტიზირებულია და განაჩენი პროკურატურაში უკვე დაწერილია. „გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები. გთხოვთ, რომ სასამართლოდან გაათავისუფლოთ ისინი. მათი დახმარება სასამართლოში აღარ მჭირდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ მე სასამართლოსგან ობიექტურ […]