ავტოსაგზაო შემთხვევა დიდუბეში – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

