კატეგორია: სამართალი

მამაკაცმა ნატახტარის ხორცის მაღაზიაში სროლა ატეხა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

26 იანვარს ღამით მამაკაცი ნატახტარის ხორცის მაღაზიაში შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. ის 4 თანმხლებ პირთან ერთად პროდუქტის ვალად წაღებას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც გამყიდველმა ხორცის უფასოდ მიცემაზე ბრალდებულს და მის თანმხლებ პირებს უარი უთხრა, თავდამსხმელმა უმისამართოდ სროლა დაიწყო. დაზიანდა მაღაზია და დაშავდა გამყიდველი. ბრალდებულმა ვერც ხორცი წაიღო და მიმალვისას დანაშაულის იარაღი მაღაზიაში დარჩა. პოლიციამ მამაკაცი […]

ზურაბ ჩაღიაშვილი – “ჩემი შვილი ბირჟაზე გამოიძახეს და თოფი ესროლეს” – გურჯაანში მკვლელობის დეტალები

ზურაბ ჩაღიაშვილი - "ჩემი შვილი ბირჟაზე გამოიძახეს და თოფი ესროლეს" - გურჯაანში მკვლელობის დეტალები

გურჯაანის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. გიორგი მღებრიშვილმა გოჩა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა. მოკლული 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილის მამა ზურაბ ჩაღიაშვილი “მთავართან” ამბობს, რომ მის შვილს გიორგი მღებრიშვილის ნათესავთან თანხასთან დაკავშირებული დაპირისპირება ჰქონდა. ჯერ კიდევ 2005 წელს მხარეებმა ამის გამო დუელი გამართეს, რომლის დროსაც ჩაღიაშვილმა გიორგი მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. ამის შემდეგ […]

გურჯაანში გიორგი მღებრიშვილმა დისშვილის მკვლელი გელა ჩაღიაშვილი მოკლა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. მათივე თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება. ცნობილია, რომ 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. დღეს კი მხარეებს შორის კონფლიქტი ქუჩაში მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაღიაშვილმა მღებრიშვილს აგინა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე […]

“მეტრომონი არ გვქონდა და მეტროს გადავახტით” – როგორ დაიწყო კონფლიქტი, რომელსაც ლეონ ა-ს ცემა მოჰყვა

"ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა" - მეტროს სკანდალური ვიდეო გიორგი ჯოჯიშვილმა გადაიღო

– ჩემზე ბევრი ცუდი კომენტარი წავიკითხე, ბევრი შეურაცხყოფა წავიკითხე. მინდა, რომ იმ ხალხს მივმართო, ვინც შეურაცხყოფას მაყენებს. თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ ანალოგიურს გააკეთებდით, თუ იცით ადამიანობა და მეგობრობა შემოგრჩათ, ეგ სირცხვილი არაა. მე ჩემს მეგობარს გვერდზე ვედგები და მინდა, რომ ჩემს მეგობარს სტიმული მივცე და შეურაცხყოფებისგან თავი შეიკავეთ. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დაზარალებულ […]

ანა ბალიაშვილი – “გორის რესტორან “ჟოზეფში” ნაჩხუბარი პოლიციელები ქურდებმა გოგლიკამ და ჩორნამ შეარიგეს”

ანა ბალიაშვილი - "გორის რესტორან "ჟოზეფში"  ნაჩხუბარი პოლიციელები ქურდებმა გოგლიკამ და ჩორნამ შეარიგეს"

დაპირისპირება შიდა ქართლის პოლიციაში – ერთმანეთზე განაწყენებულმა სამართალდამცველებმა 15 იანვარს გორში, რესტორან “ჟოზეფში” იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციელებმა შერიგების პროცესში კრიმინალური ავტორიტეტები ჩართეს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები “მთავარი არხის” შეკითხვებს არ პასუხობენ. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ გიორგი კანდელაკის რესტორანშიც. დაპირისპირების დეტალებზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ანა ბალიაშვილმა ისაუბრა. როგორც […]

იმერეთში 1 ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

იმერეთში 1 ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

იმერეთში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციას არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ყველა ფაქტს ერთი ხელწერა აქვს: ჩამსხვრეულია მინები, წაღებულია მაგნიტოფონები, აუდიო აპარატურა და ნივთები. დაზარალებულები “ტვ პირველთან” ჰყვებიან, რომ რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.

პოლიციელი გიორგი ბიგვავა ზუგდიდში ქალის ცემისთვისაა დაკავებული

პოლიციელი გიორგი ბიგვავა ზუგდიდში ქალის ცემისთვისაა დაკავებული

ამ დრომდე უცნობია, აღიარებს თუ არა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ბიგვავა, ქალზე ძალადობის ფაქტს. დაკავებულმა ადვოკატს მედიასთან კონტაქტი აუკრძალა. – არ მიმიღია თანხმობა, გავაკეთო თუ არა მისი სახელით განმარტებები იმ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციასაც დღეს მე ვფლობ. მიმდინარეობს გამოძიება და შევხედოთ. რაც შეეხება გამოძიებას, წარდგენილია 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, – ამბობს ადვოკატი. ცნობილია, რომ ნაცემმა ქალმა სამართმცველის […]

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ ლეონ ა-ს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

მეტროში ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა

მეტროსადგურ ,,ისანში” პოლიციელის მიერ ნაცემ შშმ პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. 17 წლამდე არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დედასა და ადვოკატთან ერთად იმყოფება. მათ თან ახლავს თარჯიმანიც. ლონდა თოლორაიას უწყების თანამშრომლებმა შშმ პირს სახლში მიაკითხეს და საგამოძიებო პროცედურის ჩასატარებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით პოლიციელის მიერ ნაცემი ლეონ ა. მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება და მას სპეციალისტების […]

ზუგდიდში ქალზე ძალადობისთვის პოლიციელი დააკავეს

ზუგდიდში ქალზე ძალადობისთვის პოლიციელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა. ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა. პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან […]

შატალოვას მკვლელობისთვის დაკავებულ 2 პირს ბრალდება დაუმძიმდა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში ბიძინა ხასაია, ბექა ლატარია და 1 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბ.ლ. და ბ.ხ. ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ […]