უმძიმესი კრიმინალური შემთხვევა გორში – არსებული ინფორმაციით, მამამ საკუთარი შვილი საწოლში დაჭრა. შუახნის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გორმედის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კატეგორია: სამართალი
აფეთქება ტყიბულის მაღაროში – 10 ადამიანი დაშავდა
“ლეილა ბეგიაშვილის მკვლელობის მიზეზი მამუკა მაწიაშვილის მხრიდან გაუპატიურება იყო” – ახალი დეტალები
კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის მოტივი ერთ-ერთი ვერსიით, 68 წლის ქალის გაუპატიურება იყო. ლეილა ბეგიაშვილის ოჯახი და ნათესავები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს. 68 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალდებული 43 წლის მამუკა მაწიაშვილი წარსულში გაუპატიურების ბრალდებით არის ნასამართლევი. მეზობლების ინფორმაციით, ქალმა საშველად ეზოში მყოფ მეუღლეს დაუძახა, თუმცა ადგილზე მისულ ქმარს ის უკვე […]
“ლეილა ბეგიაშვილმა ქმარს დაუძახა საშველად, მაგრამ ქმარს ის გარდაცვლილი დახვდა” – სიღნაღში მკვლელობის ახალი დეტალები
სოფელ ჯუგაანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 68 წლის ლეილა ბეგიაშვილს მისივე თანასოფლელი დაესხა თავს. თავდამსხმელი ქალის საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო შესული, როდესაც მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ამის შემდეგ კაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გარდაცვლილს ჭრილობები კისრისა და თავის არეში ბლაგვი საგნით, ასევე, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, […]
სიღნაღში 68 წლის ქალი მოკლეს – ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა “მთავარ არხს” აცნობეს, მკვლელობა სავარაუდოდ, ძარცვას უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი მსხვერპლს სახლში დაელოდა და შიგნით შესულს დანის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მოგვიანებით სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ის წარსულში ნასამართლევია და შეწყალებით არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული. გამოძიება […]
გლდანში დაღუპულები ხობიდან არიან – ირაკლი შანიძის და რუსუდან ზაალიშვილის 5 სულიანი ოჯახი
გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი. შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. გარდაცვლილები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები – 6 წლის მარიამი, […]
“გლდანში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლის იყო… ოჯახი 3 დღის წინ გაიგუდა…” – ტრაგედიის ახალი დეტალები
გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს. როგორც ოჯახის ახლობელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ორი კი მცირეწლოვანი. “ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა – მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა […]
“გლდანის ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებული დაგვხვდა” – თბილისი ენერჯის განცხადება
გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება […]
“გლდანში დედ-მამის და 3 შვილის ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა… “დუხოვკით” თბებოდნენ” – ტრაგედიის ახალი დეტალები
არსებული ინფორმაციით, გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა. ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა. ამასთან, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. დუხოვკით თბებოდა და […]
მესტიასა და მარტვილში 2 პირი დააკავეს – ამოღებულია იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი […]









