იმერეთში 1 ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

იმერეთში 1 ღამეში 35 მანქანა გაძარცვესიმერეთში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციას არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

ყველა ფაქტს ერთი ხელწერა აქვს: ჩამსხვრეულია მინები, წაღებულია მაგნიტოფონები, აუდიო აპარატურა და ნივთები. დაზარალებულები “ტვ პირველთან” ჰყვებიან, რომ რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.