პოლიციელი გიორგი ბიგვავა ზუგდიდში ქალის ცემისთვისაა დაკავებული

ამ დრომდე უცნობია, აღიარებს თუ არა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ბიგვავა, ქალზე ძალადობის ფაქტს.

დაკავებულმა ადვოკატს მედიასთან კონტაქტი აუკრძალა.

– არ მიმიღია თანხმობა, გავაკეთო თუ არა მისი სახელით განმარტებები იმ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციასაც დღეს მე ვფლობ. მიმდინარეობს გამოძიება და შევხედოთ. რაც შეეხება გამოძიებას, წარდგენილია 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, – ამბობს ადვოკატი.
ცნობილია, რომ ნაცემმა ქალმა სამართმცველის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა.

გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელი ახალგაზრდა ქალს.

ტვ პირველი