გურჯაანის რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგო გაიგუდა. imedinews-ის ცნობით, ის სოფელ კარდენახში ბებიასთან იმყოფებოდა, როცა აბაზანაში, სავარაუდოდ, დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გაჟონა. მე-10 კლასელი გოგო , რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ კოლაგში უკვე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კატეგორია: სამართალი
მირზა სუბელიანი პროკურატურიდან მიდის – ”ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, 1 დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში”
პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეა, განცხადებას ავრცელებს. ის პროკურატურას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართავს და იმედოვნებს, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება. სუბელიანის განცხადებას ”ნიუპოსტი” უცვლელად გთავაზობთ: ”პირველ რიგში მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს. გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის […]
პროკურატურა – ხორავაზე ინციდენტი საპირფარეშოდან დაიწყო – დაკავებულია გ,ბ,, გ.ჯ. კი იმალება
თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას. გამოძიებით დადგინდა, რომ […]
გუშინ მოკლული 17 წლის ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი ხშირი იყო. მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი თანასოფლელები არიან. გუშინ საღამოს მათ შორის სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც 17 წლის ბიჭი გულის არეში დაჭრეს. გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს სოფელში აღარ აცხოვრებენ. […]
ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს – ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს
ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის […]
გორის თეატრის სკვერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ახალციხეში “ქართული ოცნების” დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა
ახალციხეში, სპორტდარბაზთან გაჩერებულ ავტომანქანასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ამბარცუმ ბაბოიანს, ეკუთვნის. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. შიდა კამერებით დაფიქსირებული ვიდეო მასალის მიხედვით, აფეთქების ხმა 20:35 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს მანქანასთან არავინ იმყოფებოდა. ამ დროს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი სპორტდარბაზში იმყოფებოდა, მისი კუთვნილი […]
სკოლის საპირფარეშოში მოსწავლემ კლასელს სათამაშო პისტოლეტიდან პლასტმასის ტყვია ესროლა – როგორ დაიწყო ხორავას ქუჩის კონფლიქტი
imedinews-ის ინფორმაციით, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი, რომელიც 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოხდა და რომელსაც, საბოლოოდ ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუშინ სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. დაუდასტურებელი ვერსიით, ერთ-ერთმა მოსწავლემ კლასელს სათამაშო პისტოლეტიდან პლასტმასის ტყვია ესროლა, რასაც კამათი მოჰყვა, რომელიც სკოლის ეზოში გაგრძელდა; ეზოში მოზარდებს შორის დაპირისპირება მანდატურმა განმუხტა, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლის შენობაში დაბრუნდნენ, თუმცა მოგვიანებით ჩხუბი ხორავას ქუჩაზე […]
ხორავას ქუჩაზე მოსწავლის მკვლელობისთვის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-11 კლასელია დაკავებული
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. „ინტერპრესნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, დაკავებული აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ინტერპრესნიუსი“ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს ხათუნა ბარაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. – საქმე ეხებათ არასრულწლოვნებს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე […]
ბადრი ბერიშვილი ყოფილ ცოლს 80.000 დოლარს სთხოვდა – ლუბლიანაზე სროლის დროს დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა
ლუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ბერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ბრალდების საქმეზე. სასამართლომ ბრალდებულ ბ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ – პატიმრობა შეუფარდა. საქმის მასალების […]









