გურჯაანში 16 წლის მე-10 კლასელი გოგო გაზით გაიგუდა

გურჯაანში 16 წლის მე-10 კლასელი გოგო გაზით გაიგუდაგურჯაანის რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგო გაიგუდა.

imedinews-ის ცნობით, ის სოფელ კარდენახში ბებიასთან იმყოფებოდა, როცა აბაზანაში, სავარაუდოდ, დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გაჟონა.

მე-10 კლასელი გოგო , რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ კოლაგში უკვე გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.