შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ა.ქ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული ჰ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი 17, 012 […]
კატეგორია: სამართალი
ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 16 წლის მოზარდი დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება – მას ბრალს დღეს წაუყენებენ
16 წლის მოზარდი, რომელიც სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ახლა დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება. მას, სავარაუდოდ ბრალს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე საათში წარუდგენენ. საუბარია იმ არასრულწლოვნის მკვლელობაზე, რომელიც გუშინ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა დაკავებულთან ადვოკატები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის […]
ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მერიის თანამშრომელი დააკავეს
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი […]
იმერეთში ბმვ-ს მგზავრებს 5-მა კაცმა 140.000 დოლარი წაართვა – ყაჩაღებიდან 3 ქართველია, 2 – აზერბაიჯანელი, რომლებიც ავტორიტეტ ”გულის” დაჯგუფებაში შედიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული რ.ა. და 1973 წელს დაბადებული ჰ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში ნ.მ.-ს და ა.მ.-ს, […]
ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულია გ.ბ., მეორე ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან […]
ვერაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა
ვერაზე გუშინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი მეთერთმეტეკლასელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამედიცინო პერსონალმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, მას ძირითადი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს
ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში განუცხადეს, უკვე დაუკავშირდნენ დონორებს და მიმდინარეობს მობილიზება სისხლის მიღების მიზნით. ”გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 39 03 13, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 […]
51-ე სკოლის მე-11 კლასელები ვაკის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს
მთელი ღამის განმავლობაში ვაკის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ თბილისის 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. განყოფილებაში ისინი მშობლებთან ერთად იყვნენ, თუმცა უცნობია დაკითხვის დეტალები. ასევე უცნობია ერთ-ერთი მოსწავლის ადგილსამყოფელი, რომელსაც ასევე მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა პოლიცია და ოჯახის წევრები. 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, […]
“გარდაცვლილი ბიჭი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, თვითონაც უკვირდა, რომ ასეთი ჭრილობა ჰქონდა მუხლის არეში” – ნიკა ვაჩეიშვილი ხორავაზე ჩხუბს იხსენებს
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და მისი ოჯახი წევრები ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიციამ დაკითხა. ამის შესახებ ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მან გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილი მოზარდის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დღეს მომხდარი ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტრაგედია შუადღისას მოხდა და ის […]
„მათე მოტორსის“ დამფუძნებელ გელა ბარკალაიას 6 წელი და 10.000 ლარი მიესაჯა ქალის წამებისა და შანტაჟისთვის
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელ გელა ბარკალაიას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა, ბრალდებულის მიმართ. მას ბრალად ედებოდა წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ […]










