კატეგორია: სამართალი

მანდატურებს მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკვის უფლება არ აქვთ

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურს სკოლაში მოსწავლეების შემოწმების და გაჩხრეკვის უფლება არ აქვს. როგორც ზარდალიშვილმა ჟურნალისტებს 51-ე საჯარო სკოლაში ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მანდატურის სამსახურს სკოლაში ბავშვზე ზრუნვის ფუნქცია აქვს და არა კონტროლის. – მანდატურს აქვს გარკვეული ფუნქციები, რომელსაც ის ნამდვილად ასრულებს. წელიწადში ერთხელ მანდატური გადის ძალიან […]

პროკურორი: სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს. როგორც პროკურორმა განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს აღნიშნული პირის დაკავება. ამასთან, პროკურორი გამოძიების სხვა დეტალებზე, მათ შორის საქმის მასალებზე საუბრისგან, გამოძიების ინტერესებისგან გამომდინარე, თავს იკავებს. „საქმეს იძიებს […]

სკოლებში ბულინგს სისტემური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ამაზე რეაგირება არ ხდებოდა

 უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლებში ბულინგის პრობლემა ყოველთვის იყო, თუმცა ამაზე შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება არასდროს ყოფილა. – სკოლებში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო საგანგაშო. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ბულინგს, ძალადობას და ამაზე შესაბამისი სტრუქტურების მხირნდა რეაგირება არ ხდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვსწავლობდით და არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება. იმედია, სახელმწიფომ ეს პრობლემა […]

მშობლები: ჩვენს შვილებს იარაღი კი არა, ტყვიები ჰქონდათ, ყველაფერს ხომ ვერ ავუკრძალავთ?!

51-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურის განცხადებას, რომ სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს პნევმატური იარაღი ჰქონდა, უარყოფენ და აცხადებენ, რომ  “მრგვალი ტყვიები რომაა, ის იყო” “სკოლაში ჩვენს შვილებს არ ჰქონით იარაღი, საქმეც მაგაშია. მრგვალი ტყვიები რომაა ის იყო”, – განაცხადა მშობელმა. – თუნდაც ეს რატომ უნდა ჰქონდეთ სკოლაში? – არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამ ბავშვებს ყველაფერს […]

მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ ერთი, მოსწავლის მშობელია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირიდან ერთი ინციდენტის მონაწილე მოსწავლის მშობელია. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: “გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ.-ს […]

ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა –  დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე მოსწავლე დეტალებს ყვება

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვება. აღნიშნულ მოზარდს „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა. როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში სათამაშო თოფის გამო დაიწყო, რომელიც პლასტმასის ტყვიებს ისვრის. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სწორედ სათამაშო თოფიდან ესროლა, რამაც პირველი დაპირისპირება წარმოშვა. – საპირფარეშოში დაწყებულმა დაძაბულმა საუბარმა მოგვიანებით სკოლის გარეთ გადაინაცვლა, […]

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე – “ორივე ბრალდებული ჩვენი სკოლის მოსწავლეა”

ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა 1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა. როგორც ხათუნა ბარაბაძემ განაცხადა, ორივე ბრალდებული მათი სკოლის მოსწავლეა. – სამწუხაროა, როდესაც ჩვენი სკოლს ორი მოსწავლე ამ ფაქტში მონაწილეა. ძალიან ვწუხვარ. ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში საერთოდ არ ბრძანდებოდა. მეორე მოსწავლე 6 გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა და შემდეგ, რაც მოხდა მოხდა. როგორ გავიდნენ, სად მივიდნენ, ამას პროკურატურა დაადგენს. […]

გიორგი კვანჭიანი – “მაღაზიიდან რომ გამოვედი, ორმა უცნობმა მცემა და მაგინა” _ თავისუფალი ზონის აქტივისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

“თავისუფალი ზონის” აქტივისტს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი კვანჭიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმის განმარტებით, მას ტვინის შერყევა და შესაძლოა, შიდა ქალას ტრავმა აქვს. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, თავდასხმამდე, გიორგი კვანჭიანმა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციას მიაწოდა ინფორმაცია აშშ-ში გაქცეული ყოფილი პოლიციელების შესახებ, რომლებიც უწყებაში გამეფებულ უკანონობაზე საუბრობენ. „მოვდიოდი ტაქსით და უცბად, ტაქსიდან რომ ჩამოვედი, წავედი […]

ელისო კილაძე – “რედაქციიდან წასული გიორგი კვანჭიანი სახლთან სასტიკად სცემეს… თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, ჩემთან გაარკვიეთ!”

ქრონიკა+“- ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, გიორგი კვანჭიანი, რომელიც გაზეთის რედაქციაში იყო მისული, და რომელმაც რედაქცია აშშ-ში გაქცეულ პოლიციელთან დააკავშირა, საკუთარ სახლთან სცემეს. ,,ქრონიკა+-ში იმყოფებოდა გიორგი კვანჭიანი, რომელმაც დაგვაკავშირა აშშ -ში გაქცეულ პოლიცილების ოჯახს. ჩავწერეთ სკანდალური ინტერვიუ. რა ხდებოდა პოლიციაში ჭიკაიძე-მღებრიშვილის დროს. რედაქციიდან წასული გიორგი კვანჭიანი სახლთან სასტიკად სცემეს ! […]

ხულოში ხარაბაძეების 2 სახლი და სკოლის ალტერნატიული ფართი მთლიანად დაიწვა

ხულოში, სოფელ ტუნაძეებში, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ხანძრის შედეგად ხარაბაძეების კუთვნილი ორი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სკოლის ალტერნატიული ფართი მთლიანად დაიწვა. დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. – ოთხი და ექვსსულიანი ოჯახებია. დაშავებულები არ არიან. პირუტყვებიც გადავარჩინეთ. საცხოვრებელი სახლებიდან ივენტარი მოსახლეობასთან ერთად გამოვიტანეთ. დაზარალებულ ოჯახებს ხვალ ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. […]