კატეგორია: სამართალი

ზაზა სოფრომაძე – ”16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას მეორე ოპერაციისთვის ამზადებენ”

რესპუბლიკურ საავადმოყოფოში მოთავსებული 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, დასრულდა პირველი ოპერაცია და პაციენტი ამ წუთებში რეანიმაციაშია მოთავსებული და მეორე ოპერაციისთვის ამზადებენ. მისივე განცხადებით, პაციენტი ექიმებს 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ აყვანილი, რათა მოზარდს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. – პაციენტი ამ წუთებში რეანიმაციულშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საჭიროა […]

ავთანდილ იმედაძე – ”16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები მიაყენეს, ვიბრძვით მის გადასარჩენად”

დღეს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ხორავას ქუჩიდან მიყვანილ 16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის არეში. როგორც იმედაძემ განაცხადა, პაციენტის სიცოცხლისთვის ექიმთა დიდი ჯგუფი იბრძვის და ამ დროისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლები […]

სუსი: სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა

სუს-ის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. – გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში […]

სუსი: არავინ გაქცეულა – ლიკვიდირებულთა შორის გუმაშვილი არ არის

სუს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, 22 ნოემბრის სპეცოპარაციის შემდეგ შეიარაღებული დაჯგუფების არც ერთი წევრი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა. გიორგობიანის განცხადებით, გავრცელებულ ფოტოებზე ერთ ერთი ის პირია, რომლის ლიკვიდირებაც მოხდა. მისივე თქმით, ლიკვიდირებულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის. რაც შეეხება იარაღის წარმომავლობას, გიორგობიანის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების შენახვა-გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში, ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით […]

ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახეში დაჭრა

ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება. როგორც ადგილზე ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალს, რის გამოც გამოიძახეს პატრული. მამაკაცმა კი პატრულს ცეცხლი გაუხსნა. შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო. […]

ლუბლიანას ქუჩაზე სროლა იყო – დაჭრილია 2 კაცი და 1 ქალი

ლუბლიანას ქუჩაზე სროლა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ბრიგადებია მობილიზებული. გადაკეტილია ლუბლიანას ქუჩა.

მესტიაში 70 წლის კანდიდ მურღვლიანის სიკვდილის გამო ძმები პაატა და ჯონი შუკვანები დააკავეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ნაცემი 70 წლის კანდიდ მურღვლიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ძმები პაატა და ჯონი შუკვანები. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი და ეჭვმიტანილები ნათესავები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირება ხშირად ხდებოდა. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, […]

მესტიაში 70 წლის კაცი ცემით მოკლეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 70 წლის კაცი ცემისგან გარდაიცვალა. როგორც ლენჯერის გამგებელმა ვლადიმერ ფილფანმა imedinews -სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ნაცემი კაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს. მესტიის საავადმყოფოს ცნობით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით […]

ძეგლებისთვის პირბადის აფარება დანაშაული არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურის ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. „აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა და დადგინდა, რომ განცხადებაში […]