კატეგორია: სამართალი

„გორგიას“ დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. თავის მხრივ, პროკურორი აცხადებდა, რომ სახეზეა მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, კერძოდ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რის […]

შსს – ”ესპანეთში დაკავებული 23 პირიდან 19 საქართველოს მოქალაქეა”

ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 23 პირიდან, 19 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და […]

ესპანეთში კახაბერ შუშანაშვილის ცოლი და ქართული მაფიის 23 წევრი დააკავეს

დღეს ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 პირია დაკავებული. ამის შესახებ ესპანური მედია წერს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია 16 პირი. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ის დანაშაულებრივი ჯგუფის საერთო სალაროდან ყოველთვიურად 6 ათას ევროს იღებდა. აღსანიშნავია, რომ კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე 2010 წელსაც […]

„ლეოგრანდში“ ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის ღამეს შენობაში გამწოვმა სისტემამ არ იმუშავა და სწორედ ეს გახდა უბედურების მიზეზი. ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა. “იმედინიუსის” ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უკვე დაასრულეს მუშაობა გამომძიებლებმა და ექსპერტებმა. ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი […]

,,პირველად დაფიქსირდა შაჰიდის ქამარი…ორი ტერორისტი მოძრაობს ქალაქში…მოსახლეობა პანიკაშია”

ყოფილი სპეცრაზმელი და სპეცსამსახურების თანამშრომელი კახა თილიძე 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შესახებ ამბობს, რომ ჯერ სპეცოეპრაცია დასრულებული არ არის,თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია, როგორ გრძელდება ეს ოპერაცია. თილიძე ამბობს, რომ ის ვარაუდების გამოთქმისას მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აჯამებს, თილიძე ამბობს, რომ არ იყო მართვა და მედიასთან კომუნიკაცია. მისი თქმით, სპეცოპერაციისას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდათ, […]

ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდეტი სასამართლოდან იუწყება, განცხადება მერაბიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე გააკეთეს. მერაბიშვილის ინტერესების დამცველებმა გიორგი ჩივიაშვილმა და ბექა ბასილაიამ აღნიშნეს, რომ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ქობულეთში დაკავებულ თურქ ქალს კასრში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები უპოვეს

თბილისის საქალაქოს სასამართლომ 25 ნოემბერს ქობულეთში დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა, ის ბრალდებულია დიდი ოდენობით უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვაში. ”საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად მიმდინარეობს” – განაცხადა სასამართლოს დარბაზში პროკურორმა, რომლის განმარტებით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს. სასამართლო […]

შაშკინი – ”ხელისუფლებამ მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს”

ევრო სასამართლოს დიდმა პალატამ „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა. „ნიუპოსტთან“ აღნიშნული საკითხი საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. – სტრასბურგი არის ევროპის უმაღლესი სასამართლო ორგანო, მისი გადაწყვეტილების იგნორირება ყოველთვის იწევს ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის და არის უკიდურესად ნეგატიური ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. […]

თეა წულუკიანი – “სახელმწიფო ვანო მერაბიშვილს 4.000 ევროს გადაუხდის, ოთო კახიძე თავისთვის 43.641 დოლარს ითხოვდა” – რა წერია სტრასბურის სასამართლოს დასკვნაში

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება კანონიერი იყო. მისივე თქმით, როგორც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით, 4.000 ევროს გადაუხდის. – სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან […]

პროკურორი – ქობულეთში დაკავებულ თურქ ქალს, შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი

ქობულეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალს, შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი. აღნიშნულ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“, საქმის პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ბრალის შესახებ საუბრისას პროკურორმა პროცესზე ახსენა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქემდებები, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს. გარდა ამისა, „აჭარის […]