მესტიაში 70 წლის კანდიდ მურღვლიანის სიკვდილის გამო ძმები პაატა და ჯონი შუკვანები დააკავეს

მესტიაში 70 წლის კანდიდ მურღვლიანის სიკვდილის გამო ძმები პაატა და ჯონი შუკვანები დააკავესმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ნაცემი 70 წლის კანდიდ მურღვლიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ძმები პაატა და ჯონი შუკვანები.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი და ეჭვმიტანილები ნათესავები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირება ხშირად ხდებოდა.
გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი