მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი […]
კატეგორია: სამართალი
“დედამ 12 წლის ქალიშვილი აიძულა, რომ ბაბუისთვის გაუპატიურება დაებრალებინა” – ექსპერტიზამ მამაკაცის უდანაშაულობა დაამტკიცა
12 წლის ბავშვის საქმე თავდაყირა დგება. ბაბუა, რომელსაც შვილიშვილის გაუპიატიურებას აბრალებდნენ, უდანაშაულოა. სამხარაულისს სახელობის ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდები გააქარწყლა. დოკუმენტებით, რომლებიც ,,პირველების” ხელშია, დგინდება, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. კომპლექსური შემოწმება არასრუწლოვანთან ერთად 53 წლის ბრლდებულსაც ჩაუტარდა. მთელი 4 თვე მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა, რომ ბაბუამ შვილიშვილი 120-ჯერ გააუპატიურა. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში რძლის ჩვენებაა, […]
ბათუმში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა
პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა
თბილისის ისანის მეტროში პატრულმა 18 წლის მოქალაქე პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ნაცემია ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელი გამეტებით მუშტებს თავისა და სახის არეში ურტყამს. სამართალდამცველი მას გამეტებით მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ მამაკაცი მის კითხვებს ვერ პასუხობდა. სასტიკ ანგარისსწორებამდე სამართალდამცველს შშმ პირის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო […]
“მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას” – ნინო ლომჯარია სტრასბურში გაემგზავრა
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილის საქმე, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა და სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება მაღალი რანგის შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება. ომბუდსმენი შეხვედრებს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სტრასბურის სასამართლოს პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისართან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს. “ვიზიტის მიზანია, რომ სტრასბურის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების […]
გურჯაანში მამაკაცს თანასოფლელი შემოაკვდა
უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით 70 წლის თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ და შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს გურჯაანის პოლიცია იძიებს.
ბექა ბასილაია – “7 ნოემბრის დარბევაში სააკაშვილის ჩართულობა გამოგონილია”
დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა 2007 წლის 7 […]
წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 7.185 ლარის ოდენობით შეეფარდათ. „კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე […]
საგარეჯოს პოლიციის შენობიდან ახალგაზრდა კაცმა გადახტომა სცადა
7 იანვარს საგარეჯოში გამართული კონცერტი პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირებით და 2 ახალგაზრდის დაკავებით დასრულდა. კიდევ რამდენიმეს კი სამართალდამცველები პირდაპირ დაემუქრნენ იარაღის ჩადებით და დაჭერით, თუ ხმის ამოღებას გაბედავენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდებმა გარდაცვლილი სამხედროსთვის პატივის მიგება მოინდომეს და დაკრძალვის პარალელურად კონცერტის ჩატარება სცენიდან გააპროტესტეს. ვითარების კონტროლის ქვეშ დაბრუნება შორიახლოს მდგარმა პოლიციელებმა განიზრახეს, რომლებიც, სავარაუდოდ, […]
ქართველი კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი უკრაინის სასამართლომ ციხიდან გამოუშვა
თბილისში, პაატა ჩხარტიშვილის ახლობლები “კურიერს” უდასტურებენ, რომ გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდი” ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, პატიმრობიდან გათავისუფლებულ “კრიმინალურ ავტორიტეტს” ქვეყნიდან მაინც გააძევებენ, თუმცა რა მიმართულებით ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო, ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისში დაბრუნებას არ აპირებს. 51 წლის პაატა ჩხარტიშვილი, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ზელენსკის “შავ სიაშია” შეყვანილი, […]










