გურჯაანში მამაკაცს თანასოფლელი შემოაკვდა

გურჯაანში მამაკაცს თანასოფლელი შემოაკვდაუბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით 70 წლის თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ და შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარს გურჯაანის პოლიცია იძიებს.