პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა

პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემათბილისის ისანის მეტროში პატრულმა 18 წლის მოქალაქე პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა.

კადრებში კარგად ჩანს, რომ ნაცემია ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელი გამეტებით მუშტებს თავისა და სახის არეში ურტყამს.

სამართალდამცველი მას გამეტებით მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ მამაკაცი მის კითხვებს ვერ პასუხობდა.

სასტიკ ანგარისსწორებამდე სამართალდამცველს შშმ პირის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.

შსს-მ ვიდეომასალაზე განცხადება გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია განცხადებაში.