კატეგორია: სამართალი

რატომ წაართვა ნიკა ბასილაშვილმა შვილს ნაჩუქარი ბინა – სასამართლო 8 თებერვალს განახლდება

ნელი დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილისგან ბავშვისთვის წელიწადში 100.000 ლარს ითხოვს

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ნატა ქაჯაიამ ოფიციალური დოკუმენტები მოიპოვა, რომლებითაც დგინდება, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი,  თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს,  რომლის მიხედვითაც სპორტსმენმა ერთადერთ შვილს, ალიმენტი თვეში 3.600 ლარი უნდა გადაუხადოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს პირველ ჩოგანს დააკისრა – გასული 18 თვის განმავლობაში, როცა ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, შვილს 2.000 ლარი  გადაუხადოს. ხოლო […]

ლაგოდეხში დამ შშმ ძმაზე იძალადა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ლაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დამ სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა, თუმცა ბრალდება ნაცემ კაცს წარუდგინეს. გამოძიების მტკიცებით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ მოხდა რაც 60 წლის კაცმა არასრულწლოვან დის შვილს სახეში ფეხი დაარტყა. საპირისპიროს საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ კაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა. მათი თქმით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა კაცმა დისშვილს მის […]

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს […]

ნიკა გვარამია – “გიორგი გიორგაძე აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა”

ნიკა გვარამია - "მიშა სუსტადაა, მას გლდანის ციხეში გადაყვანით დაემუქრნენ"

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება. როგორც ის ამბობ, მესამე პრეზიდენტთან ისაუბრა იმ ვიდეოკადრებზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ნახა. საუბარია გლდანის ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ჩანაწერებზე, იქ მოტყუებით გადაყვანისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარის ჩანაწერებზე: “ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და […]

მოქალაქე თბილისის ზღვაზე უკანონოდ ნადირობდა

მოქალაქე თბილისის ზღვაზე უკანონოდ ნადირობდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქე, აკრძალულ ტერიტორიაზე – ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ნადირობდა. “სამართალდამრღვევმა წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი და “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს […]

ბაჩო ახალაია ციხიდან 1 მარტს გამოვა

ანი ნადარეიშვილი - ”ბაჩო ახალაია თეთრაძის საქმეზე სტრასბურში იჩივლებს”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 1 მარტს დატოვებს. 9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს. რა იქნება საპატიმროს დატოვების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გეგმები […]

“მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა” – საქართველომ სტრასბურში სასამართლო წააგო

"მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა" - საქართველომ სტრასბურში სასამართლო წააგო

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა მის ეფექტიანობას. 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, საქმეზე ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ […]

ადვოკატი ხურციძე – “ლ.ი.-სთვის წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმებით”

ადვოკატი ხურციძე - "ლ.ი.-სთვის წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმებით"

15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ლ.ი.-ის ადვოკატის, ოთარ ხურციძის განცხადებით, მკვლელობის დღეს მოზარდების შეხვედრის ორგანიზება სხვა ჯგუფმა მოახდინა, რომლებიც თავისუფლებაში იმყოფებიან. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა მუხლით უნდა წარიმართოს საქმე. „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, დანარჩენი, სასამართლოზე იქნება გამოკვლეული. რაც […]

„ქუთაისის ცენტრში პარკინგის თანამშრომელი სასტიკად სცემეს“

„ქუთაისის ცენტრში პარკინგის თანამშრომელი სასტიკად სცემეს“

ქუთაისის ცენტრში, ლადო მესხიშვილის თეატრის უკან, ვარლამიშვილის ქუჩაზე პარკინგსერვისის თანამშრომელს სცემეს. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარკინგის თანამშრომელმა მძღოლს საჯარიმო ქვითარი ამოუწერა, რადგან მას საფასური გადახდილი არ ჰქონდა. ამის შემდეგ მძღოლი მას ფიზიკურად გაუსწორდა, მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან გადაყვანილი. ინფოიმერეთი

“დავით კრავეიშვილი ხანჯლითაა მოკლული ლ.ი.-ს მიერ” – პროკურორ ვეფხვაძის განცხადება

"დათო კრავეიშვილს მამა გარდაცვლილი ჰყავს, მკვლელობამდე დედასთან მაღაზიაში იყო"

15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მკვლელობის იარაღი ბრალდებულ ლ.ი.-ს ჰქონდა და არა – თავად გარდაცვლილს. როგორც ვეფხვაძე აცხადებს, კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა თან ნაქონი მკვლელობის იარაღი პირველივე შესაძლებლობისას გამოიყენა. “სასამართლო პროცესზე დაიკითხა გარდაცვლილის დედა, რომელმაც დაადასტურა, თუ საიდან, ვისგან შეიტყო მისი შვილის მკვლელობა და მან მოითხოვა სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების სათანადოდ […]