ლაგოდეხში დამ შშმ ძმაზე იძალადა

ლაგოდეხში დამ შშმ ძმაზე იძალადალაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დამ სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა, თუმცა ბრალდება ნაცემ კაცს წარუდგინეს.

გამოძიების მტკიცებით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ მოხდა რაც 60 წლის კაცმა არასრულწლოვან დის შვილს სახეში ფეხი დაარტყა.

საპირისპიროს საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ კაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა.

მათი თქმით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა კაცმა დისშვილს მის მიერ შეგროვებული ჯართის გაყიდვის გამო უსაყვედურა, ამის შემდეგ კი და მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდა – რამდენჯერმე ჯოხი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა.

დის მიერ წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა, ის ამ დრომდე თავისუფალია.

მთავარი