ბათუმში ე.წ გოროდოკის დასახლებაში სამ ავტომანქანას საბურავები დაუჭრეს. ადგილობრივების განმარტებით შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთ ერთი მეპატრონე მომხდარს პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ლელა ჩხაიძის თქმით, იგი ოპოზიციის, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეა, ერთი წლის წინ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნითაც გაათავისუფლეს, დღეს კი მანქანა დაუზიანეს. სხვა მანქანების მეპატრონეები კი ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ. მთავარი
კატეგორია: სამართალი
მეუფე ნიკოლოზი – “სააკაშვილი ჩემ ეპარქიაში შიდა პატიმრობაში გადავიყვანოთ”
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა გუშინ განაცხადა. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. – შემთხვევები ვიცით, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსჯია ქვეყანას თავისი პირველი პირისთვის, რუმინეთში იყო ასე, უგანდაში, რაც მე ვიცი, მიუხედავად ამისა, ასეთი პრეზიდენტებიც კი შიდა პატიმრობაში […]
“გაგიევთან ჩემი მეზობელი ოსისგან 3 წამიანი ზარი ფიქსირდება” – ნიკა გვარამია სუსმა გამოკითხა
– გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან – განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-დან გამოსვლის შემდეგ, სადაც მისი გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. საუბარია შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეზე. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ დასახელებულმა პირებმა საქართველო დატოვეს, რადგან არ დადასტურდა, რომ ისინი ქვეყანაში […]
“ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე” – როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობა
პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება – არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, – ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული სამედიცინო კონსილიუმის ექიმმა თენგიზ წულაძემ განაცხადა. „გამოხატულია პოლინეიროპათიის და მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია, რომელიც მანამდეც იყო, – ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული სამედიცინო კონსილიუმის ექიმმა თენგიზ […]
ლომჯარია – “სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნა არგუმენტირებულია”
სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ მათ ექნებათ მეტი ინფორმაცია, შესაბამის რეკომენდაციას გააჟღერებენ. “დაზარალებულის სტატუსს რაც შეეხება, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ სამართლიანია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა […]
ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას გამოკითხვა უწყებაში დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას, რომელზეც ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაუკვეთა, რის შემდეგაც ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ.
80 კარაქი, 32 სნიკერსი, 12 ქინდერი – საფრანგეთში 2 ქართველი დააკავეს
საფრანგეთში 2 ქართველი დააკავეს. ისინი პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა და საბარგულში მოპარული პროდუქტები უპოვა. მანქანის საბარგულში საფრანგეთის პოლიციამ 80 შეკვრა კარაქი, 32 „სნიკერსი“, 12 „ქინდერი“, 6 „ბაუნტი“ და რამდენიმე „ტვიქსი“ აღმოაჩინა. ქართული მაფიის კარგად ორგანიზებულ ქსელი რეგიონს 2018 წლიდან აწუხებს. ტვ პირველი
ფონიჭალაში პოლიციელი სასტიკად ცემეს
ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. 45 წლის პოლიციელი გამვლელებმა სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს გომელაურის უწყების თანამშრომელმა გასროლაც მოახდინა. ირკვევა ისიც, რომ ინცინდენტის დროს პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის შუქნიშანზე დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მიყენებული დაზიანებებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე […]
ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, შემთხვევა ლაგოდეხში […]
“აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას ზურგიდან ესვრის, კვარაცხელია გარბის და ჭელიძე მისდევს” – პროკურორმა მკვლელობის დეტალები აღწერა
3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკო კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, მასზე ყველა როგორც ნოვატორზე, როგორც სიახლეების გენერატორზე საუბრობს. მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს, – ეს სიტყვები 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. საქმის არსებითი განხილვისას შესავალი სიტყვის წარმოთქმისას […]










