ამ ორი გარეწრის თავში ეს ვერ მოიხარშებოდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშუალოდ ვინ წააქეზა და დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული ამ ორ ადამიანს – განუცხადა ჟურნალისტებს მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მკვლელობის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობდა. მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც – გიორგი კავილაძე […]
კატეგორია: სამართალი
კაპიტალ ბანკთან დაკავშირებით 17 პირის დევნა დაიწყო
გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და დანაშაულებრივი სქემის მონაწილე 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის […]
“ტირის თოფს წმენდდა” – წალენჯიხელი მაია ფიფია შვილის შემთხვევით ნასროლს ემსხვერპლა
წალენჯიხაში, შვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ საკუთარი დედა, 53 წლის ქალი იმსხვერპლა. მაია ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო. ქალი თავის არეში ტირის თოფით დაიჭრა. “უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში, უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი, ხელი რომ გამოსდო, გაისროლა და […]
კახეთში საჯარო რეესტრის თანამშრომელი დააკავეს
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრატორმა ზ.გ.-მ 2012-2021 წლებში დაინტერესებულ პირებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მიანიჭა უპირატესობა და ყოველგვარი […]
პოლონეთში ქართველები დააკავეს – დამნაშავეთა ჯგუფს 8 მილიონ 700.000 ევროს მითვისებას ედავებიან
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრს ბელარუსიდან პოლონეთის გავლით მიგრანტების გადაყვანაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საქმეს ზამოშჩის საოლქო პროკურატურა იძიებს. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის დეტალებზე პროკურატურის პრესსპიკერი არტურ შიკულა საუბრობს. ეჭვმიტანილებს ბრალი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობასა და პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთაზე ედებათ. მათმა უმეტესობამ დანაშაული უკვე აღიარა. ოთხ მათგანს თავისუფლების აღკვეთა […]
ტყვია კისერში მოხვდა – წალენჯიხაში ბავშვს 50 წლის დედა შემოაკვდა
წალენჯიხაში არასრულწლოვანი შვილის მიერ გასროლილი ტყვიით დედა, 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა ტირის თოფიდან გაისროლა, ტყვია კი ქალს კისრის არეში მოხვდა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით მუხლით დაიწყო.
“გიორგი ბარბაქაძემ ნონა ჭაბაშვილი ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა” – ახალი დეტალები
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, ყოფილი მეუღლე, მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა. „დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გაზქურის ონკანი გახსნა, რათა მოეხდინა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება, […]
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. უწყების შეფასებით, გადაწყვეტილების სრულად გაუქმება აჩენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას. […]
ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ბარბაქაძეს ბრალი წაუყენეს
ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის, ნონა ჭაბაშვილის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარბაქაძეს ბრალი წარუდგინეს. 38 წლის მამაკაცს ბრალი ცოტა ხნის წინ, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და საქმის დეტალებსა და საკუთარ პოზიციას არ ახმოვანებს. „ბრალდება საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე, რასაც თან მოჰყვა მკვლელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჯერჯერობით, პოზიციის […]
ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან […]










