პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც „დასჯის მიზნით“ ჯარისკაცებს კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით საპირფარეშოები ახეხინა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება გასულ წელს, ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე მომხდარ შემთხვევებს. „სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და […]
კატეგორია: სამართალი
მოსამართლეები “ოცნებას” საკონსტიტუციოში უჩივლებენ
მოსამართლეთა ნაწილი აპირებს, “ქართული ოცნების” მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებები, რომელსაც 13 იანვარს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო, საკონსტიტუციოში გაასაჩივროს. “მთავართან” ფაქტს მოქმედი მოსამართლე, ეკა არეშიძე ადასტურებს. “სარჩელს ვამზადებთ მოსამართლეთა ჯგუფი და აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში”, – ამბობს ის. მოსამართლეები მანამდე პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში იყვნენ. მათ განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოსამართლეთა […]
თბილისის ბარში გერმანელ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 950 ლარი გადაახდევინეს
თბილისის ბარში გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 273 ევრო გადაახდევინეს, ერთადერთი 50-ლარიანი კი, რაც ჯიბეში ედო, წაართვეს – ისტორიას სოციალურ ქსელში ტურისტის ქართველი მეგობარი ავრცელებს. გერმანიიდან მაქსი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა, საღამოს ლუდის დასალევად ბარ “the world is yours”-ში წავიდა, შეუკვეთა 1 ლუდი, თუმცა ბარმენმა გოგოს დაუძახა, რომელმაც შამპანური აიღო. საბოლოოდ, ტურისტს 950 ლარის გადახდა […]
ელგუჯა ცომაია – “სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა გია ლორთქიფანიძემ მთხოვა”
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას. ცომაია დეტალურად ჰყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება. „2-3 წლის წინ უკრაინაში ჩემს ცოლის ძმას პრობლემები შეექმნა. დავურეკე ჩემს ნაცნობს, რომელსაც დახმარება ვთხოვე. მე ვერ დაგეხმარებიო, მაგრამ ერთი ქართველი ბიჭია და შეიძლება ის დაგეხმაროსო. მომცეს […]
ინგუშეთში ქართველების მონათლული კანონიერი ქურდის ცხედარი იპოვეს
ინგუშეთის სოფელ სურხახის მიმდებარედ ცნობილი „კანონიერი ქურდის“, 31 წლის ხამზათ აუშევის ნახევრად გახრწნილი ცხედარი იპოვეს. ამოღებულია მის ქამარზე მიმაგრებული ცეცხლსასროლი იარაღიც. აუშევი, 21 წლის ასაკში, გავლენიანმა ქართველმა კანონიერმა ქურდებმა მონათლეს, მათ შორის არიან: ტარიელ ონიანი (ტარო), გივი გორდელაძე (თბილისკი), ალექსანდრე ქარცივაძე (ალიკა), ლევან დადეშქელიანი (სვანი), ჯემალ მიქელაძე (ჯემო), როვშან ჯანიევი (ლენკორანსკი) და სხვ. გარდაცვალების მიზეზად […]
“მას თან 32.000 ლარი ჰქონდა” – საგარეჯოში 42 წლის კაცს ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 42 წლის კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს სხვა მუნიციპალიტეტში საქონლის შესაძენად წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. დაკარგულს თან 32.000 ლარი ჰქონდა. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ნაბიევი თანხის გამოა გაუჩინარებული და არ გამორიცხავენ, რომ კაცი ვინმემ გაიტაცა. ახლობლების თქმით, ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ფახრათ ყურბანოვთან ჩავიდა, საიდანაც ისინი […]
პოლიციამ აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი […]
საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული პირი – ის რუსი სოლონიკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული იოაკიმ ქარსლიადისი, რომელიც 25 წლის წინ რუსი კილერის ალექსანდრე სოლონიკის მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. „ქარსლიადისს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს. წარმოშობით ის საქართველოდანაა“, – განუცხადეს ჟურნალისტებს საბერძნეთის პოლიციაში. ქარსლიადისი ქალაქ სალონიკის აეროპორტში დააკავეს. ის ორი მკვლელობის ორგანიზებასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. რუსი კილერი სოლონიკი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მეტსახელით იყო […]
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა მზიდი კედლების გამოცლამ გამოიწვია
ბათუმში, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შენობისთვის მზიდი კედლების გამოცლა გახდა. ეს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნაა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ორმა მუშამ ორი ბინის გაერთიანების დაკვეთა მეპატრონისგან მიიღო. მათ მოანგრიეს მზიდი კედელი, შემდეგ კი, დამატებითი კონსტრუქციებით გამაგრება უშედეგოდ სცადეს. „10 წუთის განმავლობაში, შიგნით სამუშაოებს აგრძელებდნენ. შემდეგ კორპუსი დატოვეს და რამდენიმე წუთში ჩამოინგრა. აღნიშნული […]
შსს-მ ბოლნისში 1,5 კგ ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია რ.ა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად […]










