საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული პირი – ის რუსი სოლონიკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული პირი - ის რუსი სოლონიკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილისაბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული იოაკიმ ქარსლიადისი, რომელიც 25 წლის წინ რუსი კილერის ალექსანდრე სოლონიკის მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ქარსლიადისს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს. წარმოშობით ის საქართველოდანაა“, – განუცხადეს ჟურნალისტებს საბერძნეთის პოლიციაში.

ქარსლიადისი ქალაქ სალონიკის აეროპორტში დააკავეს.  ის ორი მკვლელობის ორგანიზებასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

რუსი კილერი სოლონიკი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მეტსახელით იყო ცნობილი, 1990-იან წლებში საბერძნეთში იმალებოდა. მის ანგარიშზე ათობით მკვლელობა იყო.

1997 წელს ის ორეხოვოს დაჯგუფების წევრებმა გაგუდეს. სოლონიკის და ფოტომოდელის სვეტლანა კოტოვას მკვლელობისთვის ორეხოვოს დაჯგუფების ლიდერს,  სერგეი ბუტორინს 2012 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო სოლონიკის უშუალო მკვლელს ალექსანდრე პუსტოვალოვს – 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პია