თბილისის ბარში გერმანელ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 950 ლარი გადაახდევინეს

თბილისის ბარში გერმანელ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 950 ლარი გადაახდევინესთბილისის ბარში გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 273 ევრო გადაახდევინეს, ერთადერთი 50-ლარიანი კი, რაც ჯიბეში ედო, წაართვეს – ისტორიას სოციალურ ქსელში ტურისტის ქართველი მეგობარი ავრცელებს.

გერმანიიდან მაქსი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა, საღამოს ლუდის დასალევად ბარ “the world is yours”-ში წავიდა, შეუკვეთა 1 ლუდი, თუმცა ბარმენმა გოგოს დაუძახა, რომელმაც შამპანური აიღო. საბოლოოდ, ტურისტს 950 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

“მეპატრონემ თუ ბარმენმა დაუძახა ერთ-ერთ გოგოს, რომელმაც შეუკვეთა შამპანური, ალბათ გეცნობათ ეს სიტუაცია, გამოსვლისას მოუტანეს ჩეკი, სადაც ლუდს 950 ლარი ეწერა, როცა რეალურად 15 ლარი ღირდა, ასევე ქვითარში იყო შამპანური, რომელიც არ შეუკვეთავს.

როცა 15 ლარის გადახდა და გასვლა მოინდომა, გაბრაზდა ის ტიპი, სხვა ოთახში გაიყვანა და მოსთხოვა ფული, მაქსსაც შეეშინდა, არ იცოდა რა ექნა, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია და სულ მარტო იყო, ამიტომ 273 ევრო თავისი გერმანული ბარათით გადაახდევინეს (950 ლარი) ასევე ერთადერთი 50 ლარი, რაც ჯიბეში ედო, ისიც წაართვეს, სამწუხაროდ”, – წერს თამარ ზაკალაშვილი.
გესთჰაუსში დაბრუნების შემდეგ ბიჭმა პოლიცია გამოიძახა და დღეს განყოფილებაში დაიბარეს.

“ეს ბარი დღემდე მუშაობს და არც დაკეტავენ ალბათ, რადგან ვიღაცას აწყობს ან ვიღაც მფარველობს მსგავსი ტიპის ადგილებს, რამდენიმე გოგოსგანაც გამიგია, რომ მუშაობდნენ მსგავს ადგილას, რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი!” – წერს თამარი ზაკალაშვილი.

მთავარი