კატეგორია: სამართალი

კახა წერეთელი – “ხაზარაძის საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება”

კახა წერეთელი - "ხაზარაძის საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება"

სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც არის განცდა და მოლოდინი იმის, რომ ეს არ არის იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ადვოკატმა განმარტა, ამ საქმის ბოლო „აუცილებლად არის გამართლება“. „პრაქტიკულად სასამართლომ არსებულ სიტუაციაში […]

3 შვილის დედა ნონა ჭაბაშვილი სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს

3 შვილის დედა ნონა ჭაბაშვილი სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში, 35 წლამდე ასაკის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა. ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა. ნონა ჭაბაშვილი ნაქირავებ ბინაში 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა. პრაიმ ტაიმი

რუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციი VII მიკრორაიონში, ერთერთ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, ნაცნობ-მეგობრები, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ. მეზობლების ინფორმაციით, ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდიოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. არსებული ინფორმაციით, არასრუწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად […]

მაღალჩინოსანს, რომელმაც ჯარისკაცებს კბილის ჯაგრისით საპირფარეშო ახეხინა, 6 წელი მიესაჯა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც „დასჯის მიზნით“ ჯარისკაცებს კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით საპირფარეშოები ახეხინა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება გასულ წელს, ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე მომხდარ შემთხვევებს. „სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და […]

მოსამართლეები “ოცნებას” საკონსტიტუციოში უჩივლებენ

მოსამართლეები "ოცნებას" საკონსტიტუციოში უჩივლებენ

მოსამართლეთა ნაწილი აპირებს, “ქართული ოცნების” მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებები, რომელსაც 13 იანვარს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო, საკონსტიტუციოში გაასაჩივროს. “მთავართან” ფაქტს მოქმედი მოსამართლე, ეკა არეშიძე ადასტურებს. “სარჩელს ვამზადებთ მოსამართლეთა ჯგუფი და აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში”, – ამბობს ის. მოსამართლეები მანამდე პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში იყვნენ. მათ განცხადებაც გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოსამართლეთა […]

თბილისის ბარში გერმანელ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 950 ლარი გადაახდევინეს

თბილისის ბარში გერმანელ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 950 ლარი გადაახდევინეს

თბილისის ბარში გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 273 ევრო გადაახდევინეს, ერთადერთი 50-ლარიანი კი, რაც ჯიბეში ედო, წაართვეს – ისტორიას სოციალურ ქსელში ტურისტის ქართველი მეგობარი ავრცელებს. გერმანიიდან მაქსი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა, საღამოს ლუდის დასალევად ბარ “the world is yours”-ში წავიდა, შეუკვეთა 1 ლუდი, თუმცა ბარმენმა გოგოს დაუძახა, რომელმაც შამპანური აიღო. საბოლოოდ, ტურისტს 950 ლარის გადახდა […]

ელგუჯა ცომაია – “სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა გია ლორთქიფანიძემ მთხოვა”

ელგუჯა ცომაია - "სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა გია ლორთქიფანიძემ მთხოვა"

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას. ცომაია დეტალურად ჰყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება. „2-3 წლის წინ უკრაინაში ჩემს ცოლის ძმას პრობლემები შეექმნა. დავურეკე ჩემს ნაცნობს, რომელსაც დახმარება ვთხოვე. მე ვერ დაგეხმარებიო, მაგრამ ერთი ქართველი ბიჭია და შეიძლება ის დაგეხმაროსო. მომცეს […]

ინგუშეთში ქართველების მონათლული კანონიერი ქურდის ცხედარი იპოვეს

ინგუშეთში ქართველების მონათლული კანონიერი ქურდის ცხედარი იპოვეს

ინგუშეთის სოფელ სურხახის მიმდებარედ ცნობილი „კანონიერი ქურდის“, 31 წლის ხამზათ აუშევის ნახევრად გახრწნილი ცხედარი იპოვეს. ამოღებულია მის ქამარზე მიმაგრებული ცეცხლსასროლი იარაღიც. აუშევი, 21 წლის ასაკში, გავლენიანმა ქართველმა კანონიერმა ქურდებმა  მონათლეს, მათ შორის არიან: ტარიელ ონიანი (ტარო), გივი გორდელაძე (თბილისკი), ალექსანდრე ქარცივაძე (ალიკა), ლევან დადეშქელიანი (სვანი), ჯემალ მიქელაძე (ჯემო), როვშან ჯანიევი (ლენკორანსკი) და სხვ. გარდაცვალების მიზეზად […]

“მას თან 32.000 ლარი ჰქონდა” – საგარეჯოში 42 წლის კაცს ეძებენ

"მას თან 32.000 ლარი ჰქონდა" - საგარეჯოში 42 წლის კაცს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 42 წლის კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს სხვა მუნიციპალიტეტში საქონლის შესაძენად წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა. დაკარგულს თან 32.000 ლარი ჰქონდა. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ნაბიევი თანხის გამოა გაუჩინარებული და არ გამორიცხავენ, რომ კაცი ვინმემ გაიტაცა. ახლობლების თქმით, ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ფახრათ ყურბანოვთან ჩავიდა, საიდანაც ისინი […]

პოლიციამ აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი […]