“ტირის თოფს წმენდდა” – წალენჯიხელი მაია ფიფია შვილის შემთხვევით ნასროლს ემსხვერპლა

"ტირის თოფს წმენდდა" - წალენჯიხელი მაია ფიფია შვილის შემთხვევით ნასროლს ემსხვერპლაწალენჯიხაში, შვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ საკუთარი დედა, 53 წლის ქალი იმსხვერპლა.

მაია ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო. ქალი თავის არეში ტირის თოფით დაიჭრა.

“უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში, უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი, ხელი რომ გამოსდო, გაისროლა და შემთხვევით დედას მოხვდა, საძილე არტერიაში… აბა რა გითხრათ, ვერ მოხერხდა ქალის გადარჩენა“ – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

“უბედური შემთხვევა იყო კი, ძალიან ტკბილი ოჯახი, იქიდან ერთი ხმა არ გაგვიგია. ყველა შეესწრო, მამა, დედა, შვილი,” – ამბობენ ადგილობრივები.

ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე ცნობით, პაციენტს მცირე ზომის ჭრილობა ხორხის არეში აღენიშნებოდა.

“ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან.“ – ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც მაია ფიფიამ 30 დეკემბერს გააზიარა სოციალურ ქსელში.

ტია.ჯი