დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა. გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. “სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, […]
კატეგორია: სამართალი
“უშენოდ ისედაც მკვდარი ვარ!” – 25 წლის ალექსი გოგუა მარსელში მოკლეს
საფრანგეთში მოკლული ალექსი გოგუას მეუღლე ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 25 წლის ჩხოროწყუს მკვიდრ ალექსი გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მარსელში მიაყენა, შედეგად ის საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი სულ 10 თვის დაოჯახებული იყო. ცოლ-ქმარი საფრანგეთში 4 თვის წინ წავიდა. „ალიკა ჩემო სიყვარულო, ჩქიმ ცხოვრება. ჩემი ცხოვრების აზრი. რამდენი ვემუდარე […]
“დამიწყეს ცემა, თავში ჩარტყმა” – პოლიციელების ცემისთვის 2 დაკავებულს პატიმრობა შეეეფარდა
სიღნაღის სასამართლომ დღეს საგარეჯოში პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. პროცესი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მედიისთვის დახურული იყო. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ გამოეყენებინა და გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულები სახლში გაეშვა. ორი ბრალდებულიდან ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელს თავში მინის ბოთლი სწორედ მან ჩაარტყა. ხელჩართული […]
ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმეზე ხვალ შეიძლება განაჩენი გამოცხადდეს
ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 11 იანვარს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზე თათბირითვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს […]
ალაზნის არხში მანქანა და მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მდინარე ალაზნის სარწყავი არხში გარდაცვლილი მამაკაცი და მსუბუქი ავტომანქანა იპოვეს. შემთხვევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოხდა. ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ დროსა და მიზეზს საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა დაადგენს. პრაიმ ტაიმი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს
22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულებმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს. ვინაიდან დაკავებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას ითვალისწინებს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულებს განუმარტა აღნიშნული საკითხი და იკითხა, სურდათ თუ არა დაკავებულებს, მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა. ნიკო კვარაცხელიას […]
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვეს
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის დაკავებული პირები, ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, პატიმრობაში დატოვეს. პროკურატურა მათ ჩვენების სანაცვლოდ სასჯელის შემსუბუქებას ჰპირდებოდა. ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილი წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს დეტალებში უნდა მოეყოლათ, რა სახის დახმარება გაუწიეს სააკაშვილს და ვინ იყო კიდევ ჩართული მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების პროცესში, სანაცვლოდ კი ყველას ნაკლებად მძიმე მუხლით გაასამართლებდნენ. სასამართლო […]
“ეგ მოკლულია და მერეა აქ მოყვანილი” – მუხროვანში მკვლელობის ახალი დეტალები
მუხროვანში, ხეზე მიბმული კაცის ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა. ადგილობრივებმა გარდაცვლილი კაცი გამთენიისას ნახეს, მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა ადგილზე სისხლის კვალი არ იყო. სოფელში მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ კაცი მოკლულია და შემდეგ ადგილზე მიყვანილი. “ეგ მოკლულია და აქ უკვე მოყვანილი, თუ თავი მოიკლა სისხლი რატო არ იყო, ერთი წვეთი სისხლი არ იყო. თოკი იყო ჩამობმული, ერთი ხელი თოკზე […]
თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „თბილისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 3,5 მ3-რცხილას სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა და მასზე განთავსებული საშეშე მერქანი დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. იმედინიუსი
“დედაჩემმა დაიწყო ყვირილი, შვილო, ვინ ხარო” – მუხროვანში სიკვდილის ახალი დეტალები
მუხროვანის ტყეში ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე “პირველებთან” თვითმხილველი საუბრობს. ადგილობრივი იხსენებს, რა მდგომარეობაშიც გარდაცვლილი მამაკაცი ნახა. – დედაჩემმა დაუწყო ყვირილი, რომ “შვილო, ვინ ხარო?!” ექიმი რომ მოვიდა, სასწრაფო, 4-5 საათის მკვდარი მაინც არისო… გიფსო-კარდონებს რომ ჭრიან, ეგეთი დანა იყო ხეზე. ხელი ჰქონდა თოკში მოყოლილი, სიგარეტიც პირში დარჩენილი. ერთი ფეხი “ლატოკზე” ედო, მაღალი ბიჭი იყო. ჯიბეები […]










