მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – მუხროვანის ტყეში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 35 წლის მამაკაცს სხეულზე არა ერთი დაზიანება აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილორბივი მკვიდრი არ იყო. ბურუსით მოცულ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილი მათგანი ამბობს, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა, ხოლო მეორე ნაწილი მკვლელობის ვერსიას ემხრობა. – მოუკიდებელი სიგარეტი პირში ჰქონდა. პასპორტი, ფული ჰქონდა […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში მძაფრი სუნის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „ შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა […]
“გიორგი კუთარაშვილის სიკვდილის მიზეზი სასწრაფოს დაგვიანებაა” – რას ამბობენ ოჯახის წევრები
ქართლში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ტყუპი ძმის, გიორგი კუთარაშვილის, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ საათზე მეტი დააგვიანა, რაც 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა. – იმ წუთში დავრეკე სასწრაფოში. თან ვუთხარი, რომ აჩქარებულიყვნენ 31 წლის ბიჭია დაჭრილი-თქო, კაი ხნის მერე მოვიდა, სასწრაფომდე პოლიცია მოვიდა, – ამბობს ოჯახის წევრი. სასწრაფო […]
“საგანგაშოა მისი ფსიქიკური მდგომარეობაც” – კანონიერი ქურდი კახა შუშანაშვილი მარსელის ციხეში აუტანელ პირობებში ზის
საფრანგეთის სასამართლოს იშვიათი გადაწყვეტილება – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გავლენიანი ფრანგული გამოცემა. “ლე პარიზიენი” ქართული დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის, კახა შუშანაშვილის შესახებ წერს, რომელიც უკვე მეექვსე წელია, სასჯელს მარსელის ციხის სამარტოო საკანში იხდის. საფრანგეთში მისმა ადვოკატებმა სასამართლო დაარწმუნეს, რომ ქართველი “კანონიერი ქურდი” ციხეში ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შუშანაშვილის მიმართ მოპყრობა წამებასა და […]
“მეუღლე დივანზე იწვა, სიძემ ამოიღო ხანჯალი და კისერში დაარტყა” – ახალი დეტალები
ახალი დეტალები გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით – თვითმხილველების თქმით, 35 წლის მამაკაცმა ყოფილი სიმამრი კისრის არეში 4 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაჭრა. დაჭრილ 63 წლის მამაკაცს ოპერაცია გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც დაჭრილი 63 წლის მამაკაცის მეუღლე, დალი საჩეჩელაშვილი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, ყოფილმა სიძემ დანაშაულის იარაღად ხანჯალი გამოიყენა. მისივე თქმით, ყოფილ სიძესთან კონფლიქტი ბავშვების […]
დავით კრავეიშვილის მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ
6 იანვარს 15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 2 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე განიხილეს მტკიცებულებების დასრულების, ორივე ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენის და საქმის არსებით განხილვაში გადაცემის საკითხი. არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულები არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალს და დუმილის უფლებას ინარჩუნებენ. – წარვადგენთ მტკიცებულებებს, განიხილება მათი დასაშვებობის საკითხი, აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ასევე საქმის არსებითი გადაცემების საკითხი. […]
პოლონეთში 4 ქართველი მამაკაცი დააკავეს
პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 4 ქართველი დააკავა, ისინი 20-25 წლამდე ასაკის არიან. დაკავებული 4 პირიდან სამს იარაღის მუქარით ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდება წარუდგინეს და მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ერთს კი გამოძიება დანაშაულში თანამონაწილეობას ედავება. “ქართული დანის ბანდა” – ასე მოიხსენიებს პოლონური მედია დაჯგუფებას, რომელიც პოლიციამ ვარშავაში მომხდარი ძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ დააკავა. პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ მამაკაცს, […]
რუსთავში ფეხსაცმელების საწყობი დაიწვა
რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფეხსაცმელების საწყობში ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია შენობაში არსებული საქონლის დაახლოებით 50%. მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10.000 ლარამდეა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ტვ 4
“არ პასუხობდა, კარი შეამტვრიეს და გარდაცვლილი ნახეს” – 26 წლის ქალის სიკვდილის დეტალები
თბილისში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი გოგო კარის შემტვრევის შემდეგ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული. 26 წლის გოგოს ოჯახის წევრები მასთან კონტაქტზე ვერ გავიდნენ, სწორედ ამის შემდეგ ნათესავებს დაუკავშირდნენ, რომლებიც ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, კარი შეამტვრიეს და გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. “კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო […]
კახეთში 63 წლის მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა
არსებული ინფორმაციით, კახეთში ყოფილმა სიძემ 63 წლის მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა სოფელ კარდენახში გუშინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რიმლის დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები. დაჭრილი გიორგი საჩეჩელაშვილი გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების განმარტებით, მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.










