“სიგარეტი პირში ჰქონდა” – მუხროვანში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"სიგარეტი პირში ჰქონდა" - მუხროვანში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვესმკვლელობა თუ თვითმკვლელობა – მუხროვანის ტყეში ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 35 წლის მამაკაცს სხეულზე არა ერთი დაზიანება აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილორბივი მკვიდრი არ იყო.

ბურუსით მოცულ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილი მათგანი ამბობს, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა, ხოლო მეორე ნაწილი მკვლელობის ვერსიას ემხრობა.

– მოუკიდებელი სიგარეტი პირში ჰქონდა. პასპორტი, ფული ჰქონდა სადღაც 250 ლარამდე. ვენები ჰქონია გაჭრილი, მაგრამ გაჭრილი რომ არის, იქ სისხლი ხომ უნდა იყოს? არ იყო.. – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა რამდენიმე საათის წინ დაასრულეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტვ პირველი