რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფეხსაცმელების საწყობში ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია შენობაში არსებული საქონლის დაახლოებით 50%. მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10.000 ლარამდეა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ტვ 4
კატეგორია: სამართალი
“არ პასუხობდა, კარი შეამტვრიეს და გარდაცვლილი ნახეს” – 26 წლის ქალის სიკვდილის დეტალები
თბილისში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი გოგო კარის შემტვრევის შემდეგ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული. 26 წლის გოგოს ოჯახის წევრები მასთან კონტაქტზე ვერ გავიდნენ, სწორედ ამის შემდეგ ნათესავებს დაუკავშირდნენ, რომლებიც ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, კარი შეამტვრიეს და გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. “კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო […]
კახეთში 63 წლის მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა
არსებული ინფორმაციით, კახეთში ყოფილმა სიძემ 63 წლის მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა სოფელ კარდენახში გუშინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რიმლის დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები. დაჭრილი გიორგი საჩეჩელაშვილი გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების განმარტებით, მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.
სააკაშვილმა ულტიმატუმი იანვრის ბოლომდე გადაწია
ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის აზრით, ეს პირობა მიზნის მისაღწევად უფრო მისაღები და ეფექტურია. „მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს […]
“დავაძინეთ და კვლევებზე გადაგვყავს” – როგორაა კოტე კანდელაკი
მუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც „პრაიმტაიმს“ კოტეს მეგობარმა განუცხადა, ამ წუთებში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაჰყავთ. „მცხეთაში ვპოვეთ. კარგად არის. ახლა, დავაძინეთ და გამოკვლევებზე გადაგვყავს,“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მუსიკოსის მეგობარი. პრაიმ ტაიმი
თბილისში 26 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში, CO-ს გაჟონვის შედეგად 26 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „თბილისი ენერჯიში“ განაცხადეს, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ სტუდენტი იყო და სახლი დაგირავებული ჰქონდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. რუსთავი 2
“დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა ექიმი უნდა დაისაჯოს” – სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი პოლიციამ გამოკითხა
7 საათს გაგრძელდა ქუთაისის კლინიკაში, საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრების ქუთაისის პოლიციაშიგამოკითხვა. სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა გამოძიებას ნათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. მათი თქმით, გამოძიებას ნდობას უცხადებენ, იმედი აქვთ, რომ მათთვის სასურველი შედეგი დადგება და დამნაშავე დაისჯება. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს ოჯახის წევრები გამოძიების პერიოდში ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ. სესილი ბუბუტეიშვილი ქუთაისის […]
მუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს – ის კლინიკაშია გადაყვანილი
მუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. კოტე კანდელაკი მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, ნახეს. ტვ პირველის ცნობით, კოტე კანდელაკი 4 იანვრის ღამეს გაუჩინარდა და ბოლოს მცხეთაში ნახეს. საქმეში ჩართული იყო პოლიციაც. “გუშინდელი საღამოს მერე, ჩვენი მეგობარი კოტე კანდელაკი გაუჩინარდა. ვინმეს თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ იქნებ დაგვეხმაროთ მის პოვნაში!?” – წერდა სოციალურ ქსელში ალექსანდრე […]
“რა ხალხი ხართ, სად იზრდებით?!” – თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანეს
ანსამბლ “ივერიას” სოლისტის თემურ წიკლაურის საფლავი უცნობმა პირებმა დააზიანეს. კერძოდ, დაზიანებულია მომღერლის ქანდაკება. როგორც Nina Marji წერს, სავარაუდოდ, დამნაშავეებს ბრინჯაოს ქანდაკება ეგონათ და მოპარვას აპირებდნენ. “როგორც ჩანს, ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ! მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს. ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი. გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, […]
რუსთავში სააკაშვილთან ლონდა თოლორაიას წარმომადგენელი მივიდა
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, გამოკითხვა ასევე შეეხება სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურას. ამასთან, უკვე გაგზავნილია შესაბამისი წერილები სამხედრო ჰოსპიტალში არსებული კამერების ჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით. ,,ადვოკატებმა მომართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ეხება მათ […]









