ბათუმში მძაფრი სუნის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში მძაფრი სუნის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში 8 იანვარს მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბათუმში გაზის მძაფრი სუნია და ამის გამო თავის ტკივილი აწუხებთ.

იპნ