შსს-ს ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა არ განხორციელებულა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, პირები, რომლებიც ყოფილ მთავარ პროკურორთან გვიან ღამით სახლში იმყოფებოდნენ, საგამოძიებო ჯგუფს არ წარმოადგენდნენ. შსს-ში არ აკონკრეტებენ, იყვნენ თუ არა ისინი უწყების თანამშრომლები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ოთარ ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლები ამ დრომდე არ ყოფილან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე […]
კატეგორია: სამართალი
ლაშა თორდია: „ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და მათი დამუშავება მოხდება”
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცდილობდა ჩხუბის დაწყებას. თორდია მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებას არ გამორიცხავს. – გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც გუშინ განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ […]
სასამართლო მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტზე განხილვას იწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტზე საქმის განხილვას იწყებს. ოპოზიცია საკრებულოსგან მიღებული ქონების განკარგულების გაუქმებას და საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ დადგენილება თავის დროზე არაკანონიერი იყო და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ. – ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან კარგი იქნება თუ თბილისის […]
წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა ავარიაში მოყვა, დაღუპულია ერთი ადამიანი
წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოავარიაში მოყვა. გიორგი ლუკავა, რომელიც საჭესთან იჯდა, საპირისპირო მხარეს მყოფ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. “თაიმერის” ინფორმაციით, გამგებლის მოადგილეს მიღებული აქვს დაზიანებები. ის რეანომობილით გადაიყვანეს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოში. ფაქტს “პირველთან” საუბარში ადასტურებს წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, რომლისთვისაც მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. “პირველს” შსს-ში განუცხადეს, […]
ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრილია და ამჟამად “არამიანცის” საავადმყოფოში წევს. ჩვენი ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრიალობა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს სპორტალი
ლაშა თორდია – ბევრისგან გამიგია, რომ ოთარ ფარცხალაძეს ნარკოტიკებისკენ აქვს მიდრეკილება, ელცენტროშიც ძალიან აგრესიულად ლაპარაკობდა… მე ნახევარი ჭიქა კოქტეილი მქონდა დალეული
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მოუწოდებს, ორივემ ჩაიტარონ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დადგინდეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, როდესაც ოთარ ფარცხალაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ორდღიანი ფიქრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ დაისახა სტრატეგია, რომ ის გამოაცხადოს პათოლოგად, რომელიც პერმანენტულად აწუხებს საზოგადოებას. – […]
ოთარ ფარცხალაძე – ლაშა თორდია მთვრალი იყო და ინციდენტიც მან დაიწყო
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად გთავაზობთ: – მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ […]
ალადაშვილის კლინიკაში ლაშა თორდიას დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან
მაია ირემაშვილის განცხადებით, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას მკურნალობა უტარდება. საქართველოს გენერალური აუდიტორის დასაკითხად ალადაშვილის კლინიკაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიანამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მისმა მეუღლემ, მაია ირემაშვილმა განაცხადა. ლაშა თორდია, რომელსაც მისი სიტყვებით პარასკევს ღამით თავს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაესხა, დაკითხვისთვის მზად არის, მაია ირემაშვილის განცხადებით, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია […]
ადვოკატი ბათიაშვილი ბაბუის მკვლელობის საქმეზე – “პირადი ცხოვრების ამსახველი მიმოწერაა, წერილში გარდაცვლილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა”
77 წლის მოხუცის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულების ადვოკატი ბონდო ბათიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან თანხვედრაში არ არის. მისი თქმით, “პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებს სახლში 200.000 დოლარი ეგულებოდათ, ამ დროს კი ედავებიან უნივერსიტეტის სწავლის საფასურის 335 ლარის წაღებას”. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები ადვოკატის გარეშე დაიკითხნენ. – ბრალდებულები ადვოკატის გარეშე დაიკითხნენ და აღიარეს დანაშაული, მაგრამ საქმეში არსებულ […]
გამოძიება – 77 წლის ბაბუა 19 წლის მარიამ კუპრეიშვილმა მოკლა თანაკურსელ გიორგი გვარამიას დახმარებით
ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის ბაბუა 19 წლის მარიამ კუპრეიშვილმა, თანაკურსელ გიორგი გვარამიას დახმარებით, მოკლა. დღეს, 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. პროკურატურამ ორივე მათგანის მიმართ პატიმრობა ითხოვა. ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს. – დუმილის უფლებას იყენებს, საქმის მასალები სულ ახლახან გადაეცა სახაზინო […]









